დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016169 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (ვებგვერდი 13/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №4)“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება - ეკონომიკურ ან საფინანსო დარგში; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში ფინანსური კონტროლის სფეროში არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ადმინისტრაციულ ორგანოში შიდა აუდიტში არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება; დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Office Outlook).“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები