„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტერტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტერტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016292
7
27/01/2015
ვებგვერდი, 29/01/2015
010250050.35.162.016292
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტერტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2015 წლის 27 იანვარი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტერტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტერტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39    დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,29/08/2014, 010250050.35.162.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის  ცვლილებები:
მუხლი 2
მე-3 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

2. საკრებულოს წევრები როგორც წესი, ყოველი თვის 14 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 14 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.

3. თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობებს საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.

მუხლი 3
დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

                ხარჯების სახეობა

 საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარებში)

საკრებულოს  სხდომებში და მათ ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ამომრჩევლებთან შეხვედრები, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება.

                                           300

 

შენიშვნა:

ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი