დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.038.016421 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებაში (სსმ, 010320020.22.038.016119, 21.06.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ”.
2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აპარატის შინაგანაწესი თანდართული სახით.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აპარატის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე) გარდა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისა რომელთაც სამუშაო ადგილად განსაზღვრული აქვთ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულება. ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო „1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით. 2. სამუშაო დღე იწყება 09.00-დან 10.00 საათამდე და სრულდება, შესაბამისად, 18.00-დან 19.00 საათამდე. 15 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტ დროს, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს თავად საჯარო მოსამსახურე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი. 3. 15 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტი დროის დადგენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 4. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13.00-დან 14.00 საათამდე. 5. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები. 6. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გარეთ სამსახურებრივ საქმეზე მყოფი მოსამსახურე ითვლება სამსახურში მყოფად. 7. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები