დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.143.016315 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესი დანართი 1-ის მიხედვით (თან ერთვის 2 ფურცლად) |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
დანართი 1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესი
|
| მუხლი 1 |
ეს წესი არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №428 დადგენილებით განსაზღვრულ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობას.
|
| მუხლი 2 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტია დაბა სურამი, საკურორტო ადგილები კი– სოფელი ქვიშხეთი, სოფელი ბულბულისციხე, სოფელი ქაშვეთი და სოფელი ხცისი. |
| მუხლი 3 |
1. კურორტის და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობა გულისხმობს მოსახლეობის მომსახურების პრიორიტეტულობას, კერძოდ:
ა) კურორტიდან ნაგვის გატანა: ა.ა) მოსახლეობიდან კვირაში სამჯერ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, დანარჩენ დროს ჩვეულებისამებრ; ა.ბ) საზოგადოებრივი სივრცეებიდან კვირაში ოთხჯერ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, დანარჩენ დროს ჩვეულებისამებრ; ბ) მგზავრთა გადაყვანის სისტემის განვითარებას და მობილობას დროის შუალედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით: ბ.ა) კურორტში სამგზავრო გადაყვანა არაუგვიანეს დილის 8 საათიდან საღამოს არაუადრეს 22 საათამდე მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბ.ბ) საკურორტო ადგილებში სამგზავრო გადაყვანა არაუგვიანეს დილის 8 საათიდან არაუადრეს საღამოს 21 საათამდე მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, გ) გარე განათების გამართულ მუშაობას, დაზიანებული ადგილების პრიორიტეტულ შეკეთებას. დ) საზოგადოებრივი წყლის სასმელი ადგილების (ე.წ. „სოკო“), ბუნებრივი წყაროს კეთილმოწყობასა და ფუნქციონირებას; ე) საგზაო ინფრასტრუქტურის (გზები, საგზაო ნიშნები, მოსაცდელები) მოწესრიგება და პრიორიტეტული მომსახურება; ვ) სასმელი წყლის, სანიაღვრე ქსელის და კანალიზაციის, საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგება და პრიორიტეტული მომსახურეობა; ზ)გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას და გამართული ნუმერაციას, შესაბამისი აბრების განთავსებას; თ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში საგადასახადო, ზონირებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დასადგენად გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას; 2. საკრებულოს დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა სახის პრიორიტეტები.
|
| მუხლი 4 |
კურორტზე და საკურორტო ადგილებზე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა, ამისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია მოახდინოს გამწვანებული ადგილების (ბაღების, პარკების, ტყე–პარკების და ა.შ) ფართობის ზრდა და მათი მოვლა–პატრონობა;
|
| მუხლი 5 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კურორტზე და საკურორტო ადგილებზე განსახორციელებელი სამუშაოებისას დაიცვას საქართველოს კანონის „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ მოთხოვნები.
|
| მუხლი 6 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ ყოველწლიურად წარდგენილი პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისას, ერთი პროექტი მაინც უნდა შესრულდეს კურორტის ან საკურორტო ადგილის ტერიტორიაზე.
|
| მუხლი 7 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა–განხორციელებისას დაცული უნდა იყოს კურორტის და საკურორტო ადგილების განვითარების პრიორიტეტულობა.
|
| მუხლი 8 |
ამ დადგენილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია მოახდინოს კურორტზე სამი ახალი, ხოლო საკურორტო ადგილებზე (სოფლებში ქვიშხეთი და ხცისი) ორი ახალი სკვერის (თითოეული არანაკლებ 200 მ2 ფართის) მშენებლობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები