„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018396
9
26/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
040030000.10.003.018396
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2015 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 

 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საქპატენტს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, კანონმდებლობით ნებადართული ანგარიშები ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“.

 

 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 ,,თ) სახელმწიფოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემისა და საინოვაციო საქმიანობის განვითარების კუთხით, განახორციელოს მიზნობრივი პროექტები.“.

 

 3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. საქპატენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აიღოს სესხი ან გააფორმოს ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულება.“.

 

 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. საქპატენტის მართვა

 1. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება ოთხი წლის ვადით.

 2. საქპატენტის თავმჯდომარე:

 ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საქპატენტის საქმიანობას, ახორციელებს საქპატენტის საქმიანობის კოორდინაციას;

 ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საქპატენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

 გ) უფლებამოსილია, განახორციელოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

 დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 ე) წარმოადგენს საქპატენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

 ვ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს საქპატენტის სახელით, განაგებს საქპატენტის ქონებას, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხსნის მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშებს კომერციულ ბანკებში;

 ზ) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქპატენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებას და შინაგანაწესს;

 თ) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქპატენტის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

 ი) ამტკიცებს საქპატენტში სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

 კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქპატენტის თანამშრომლებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს დასაქმებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

 ლ) იღებს გადაწყვეტილებას საქპატენტის თანამშრომელთა წახალისების, სახელფასო დანამატების გაცემისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

 მ) განსაზღვრავს და ამტკიცებს პატენტრწმუნებულების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

 ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქპატენტის ბიუჯეტს;

 ო) საქპატენტის ფუნქციების განხორციელებისას, უფლებამოსილია, შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და განსაზღვროს მისი შემადგენლობა და უფლებამოსილება;

 პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

 3. საქპატენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქპატენტის თავმჯდომარე. საქპატენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე.

 4. საქპატენტის თავმჯდომარეს შესაძლებელია, ჰყავდეს მრჩევლები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქპატენტის თავმჯდომარე.“.

 

 5. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

 ,,მუხლი 61. საქპატენტის სტრუქტურა

 1. საქპატენტის სტრუქტურული ერთეულებია:

 ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

 ბ) გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტი;

 გ) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტი;

 დ) იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

 ე) საფინანსო დეპარტამენტი.

 2. საქპატენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაძლებელია, შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები.

 3. საქპატენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქპატენტთან შეიძლება შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრი, რომლის დებულებას ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი