დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090050.22.029.016272 |
|
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/11/2013, 280090050.22.029.016102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამტკიცდეს „საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები - დანართი №4 და დანართი №5.“ 2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ (შემდგომში - წესი) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემის წესს.“ 3. წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.“ 4. წესის 31 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ სახლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი სახლის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა, კომისიის გადაწყვეტილებით, ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. ამასთან, საცხოვრებელ სახლს კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. აღნიშნული აუდიტორული და საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ." 5. წესის 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. დაზარალებულ ოჯახს უფლება აქვს, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, განმეორებით წარადგინოს სამინისტროში სხვა საცხოვრებელი სახლი, თუ: ა) ვერ ხერხდება სახლის ღირებულებაზე შეთანხმება, რადგან დაზარალებული ოჯახი ვერ ფარავს ჩატარებული აუდიტორული შეფასების შედეგად დადგენილ საბაზრო ღირებულებასა და გამყიდველის ფასს შორის არსებულ სხვაობას; ბ) დადებულ იქნა უარყოფითი საექსპერტო დასკვნა უკვე შერჩეული სახლის ტექნიკურ მდგომარეობაზე; გ) წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე, კომისიამ უარი თქვა დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.“. 6. წესის 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახლების შესყიდვის მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების თაობაზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი.“ 7. ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“ დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმები
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები