„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320020.10.003.018391
7
26/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
010320020.10.003.018391
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №7

2015 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2014, 010320020.10.003.017996) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, განახლებისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი