დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 21 ივნისის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.038.016426 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 21 ივნისის №146 ბრძანებაში (სსმ, 010320010.22.038.016180, 21/06/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; დ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
ბ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; დ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
ბ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება; ბ) შესყიდვების ან/და ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა; დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება; ბ) საბიუჯეტო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) საბიუჯეტო სექტორში ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება ან გავლილი აქვს სტაჟირება (სასურველია); გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
7. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა; დ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და ORIS SOFTWEARE-ის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;“.
8. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) საბიუჯეტო სექტორში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და ORIS SOFTWEARE-ის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;
9. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) საბიუჯეტო სექტორში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და ORIS SOFTWEARE-ის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ლ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;
10. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში მუშაობის გამოცდილება; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
11. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საბიუჯეტო სექტორში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
12. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება ან გავლილი აქვს სტაჟირება (სასურველია); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები