დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016156 |
6
06/02/2015
ვებგვერდი, 10/02/2015
010250020.35.129.016156
ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქ. ჭიათურის ტერიტორია დაიყოს სამ ზონად: ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებად.
|
| მუხლი 2 |
1.
ქ. ჭიათურის ცენტრალურ ზონაში დამტკიცდეს: ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი პირველი მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. |
2.
ქ. ჭიათურის შუალედურ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის, გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის), წმინდა გერმანეს, ცხოვრებაძის, 9 აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის), ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ტერიტორიები, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, საჩხერის გზატკეცილის, მდინარეების ყვირილისა და ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. |
3.
ქ. ჭიათურის პერიფერიულ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩა №94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოების მიმდებარე ტერიტორიები, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუჩის მე-4 შესახვევი), წმინდა გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქ. ჭიათურის ზონირების თანდართული სქემატური რუკა (დანართი №1). |
| მუხლი 4 |
დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად №2 დანართის მიხედვით. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 06 დეკემბრის №22 დადგენილება (სსმ, 12/12/2013).
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
![]() |
დანართი №2
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად |
| მუხლი 1 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 (ერთი) კვ.მ. ფართობზე გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG x ITL x C x K სადაც: |
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების მიხედვით; |
ბ)
IMG არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მიკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0,52-ს. |
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი დადგენილი ზონების მიხედვით და შესაბამისად უდრის: |
გ.ა)
ცენტრალური ზონისათვის - 1,2-ს; |
გ.ბ)
შუალედური ზონისათვის - 1,0-ს; |
გ.გ)
პერიფერიული ზონისათვის - 0,8-ს; |
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია. |
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის 80-ს. |
| მუხლი 2 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
სოფლებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 40%-ით და იგი შეადგენს 4,0 ლარს.
|
| მუხლი 4 |
დასახლებათაშორის არეალებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 3,0 ლარს. |
| მუხლი 5 |
დასახლებათაშორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 5,0 ლარს.
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები