დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 66 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/01/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016276 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №59 დადგენილების /w.w.w.matsne.gov.ge 22.12.2014. №190020020.35.123.016269/ დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
/დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
|
თავი I ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 61003,9 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გადასახადები 4500,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები 48005,9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 8498,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 47669,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 17557,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20357,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2800.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
ა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (–4223,1) ათასი ლარის ოდენობით. ბ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბ.ა. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (– 804,0) ათასი ლარის ოდენობით. ბ.ბ. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 804,0 ათასი ლარის ოდენობით:
გ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება გ.ა. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (– 5027,1) ათასი ლარის ოდენობით. გ.ბ. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5027,1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 11.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, შეიქმნეს სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 300.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქალაქ ქუთაისის მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 12.
წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვროს 100.0 ათასი ლარი. |
მუხლი 13.
გათვალისწინებულ იქნეს ქალაქ ქუთაისში 2004–2005 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) 764,0 ათასი ლარი. დაფინანსება მოხდეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სესხის მორიგების გრაფიკების მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ. |
მუხლი 14.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოთ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს. |
მუხლი 15.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 220.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 150.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 16.
იმის გამო, რომ ქალაქში არსებული თეატრალური და მუსიკალური კოლექტივები, საჯარო სამართლისა და არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები საკუთარი შემოსავლებით ვერ ფარავენ თავიანთ ხარჯებს, კულტურის, სპორტისა და განათლების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დაფინანსება განხორციელდეს სუბსიდირების წესით. |
მუხლი 17.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად მიიღოს გადაწყვეტილება მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5 %–ის ფარგლებში. |
მუხლი 18.
დადგინდეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 24–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. |
მუხლი 19.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის 2015 წლის კულტურის ღონისძიებების (პროგრამული კოდი 05 02 12) „კულტურული ინიციატივებისა“ და „თანამედროვე ლიტერატურის განვითარებისა და პოპულარიზაციის“ პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს პროექტის ინიციატორის მხრიდან არანაკლებ 30%–იანი თანადაფინანსების შემთხვევაში. აგრეთვე, ახალგაზრდული ღონისძიებების (პროგრამული კოდი 05 03) „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს პროექტის ინიციატორის მხრიდან არანაკლებ 10%–იანი თანადაფინანსების შემთხვევაში. |
მუხლი 20.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის კულტურის ღონისძიებების, ახალგაზრდული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებებისა და განათლებისა და ძეგლთა დაცვის ღონისძიებების პროგრამებით განსაზღვრული პუნქტების ფარგლებში სტუმრების მიღება და მათი თანმხლები პირების მასპინძლობის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული ღონისძიებისათვის გამოყოფილი ასიგნების 7%–ს. |
მუხლი 21.
2014 წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებითა და საკუთარი შემოსავლებით განხორციელებული პროგრამების დაუფინანსებელი ნაწილის ასახვა მოხდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირებული შესაბამისი გარდამავალი ფინანსური აქტივის (ნაშთი) შესაბამისად. |
მუხლი 22.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. |
მუხლი 23.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ასიგნებაში ასახული ოფისის, მივლინებისა და ტრანსპორტის მოვლა–შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების განაწილება მერიის სამსახურებზე განხორციელდება საერთო ასიგნების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 24.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ სხვადასახვა პროგრამაში, სოციალური მდგომარეობის სარეიტინგო ქულების გაანგარიშება და გათვალისწინება მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ ახალი სარეიტინგო ქულების სისტემის მიღების შემდეგ.
|
თავი II ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 25.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა, მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება: უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
ა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 193,3 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაციასა და კომუნალური პირობების გაუმჯობესებას. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. ა.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები შეადგენს 193,3 ათას ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება – 180,2 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება – 13,1 ათასი ლარი. ა.ე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიული და კვალიფიციური რეაგირება; მოსახლეობის უსაფრთხოება. ა.ვ. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ოპერატიული მოქმედების ხარისხი; მოსახლეობის კმაყოფილების დონე. ბ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური (პროგრამული კოდი 02 02) ბ.ა პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური ბ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 221,5 ათასი ლარი. ბ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას; ახალგაზრდებთან პატრიოტულ–აღმზრდელობით მუშაობას, სამობილიზაციო რესურსების, რეზერვისტების სპეციალურ აღრიცხვასა და სამსახურში გაწვევის ორგანიზებას. ბ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები შეადგენს 221,5 ათას ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება – 139,5 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება – 79,0 ათასი ლარი; სოციალური უზრუნველყოფა – 3,0 ათასი ლარი. ბ.ე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე სამხედრო აღრიცხვასა და გაწვევაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა. გ. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (პროგრამული კოდი 02 03) გ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 1097,7 ათასი ლარი. გ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაციასა და კომუნალური პირობების გაუმჯობესებას. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. გ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დაფინანსდება გრანტის მუხლით 1097,7 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ქალაქის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01)
ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 16166,8 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზებისა და ახალი გზების რეაბილიტაცია. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები, ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არსებული მარეგულირებელი საგზაო ნიშნების ექსპლუატაცია. ა.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. ა.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა; რეაბილიტირებული გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი; გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირებული მაჩვენებელი; მაღალი სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზების მახასიათებლები; მოსახლეობის კმაყოფილების დონე. |
ბ)
გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01)
ბ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ბ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 15066,8 ათასი ლარი. ბ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ქალაქის გზების სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ბ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში 780,0 ათასი ლარი (მათ შორის: 720,0 ათასი ლარი – გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება; 30,0 ათასი ლარი – გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე გრანიტის ფილებისა და ქვის ძელაკების შეკეთება; 30,0 ათასი ლარი – გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაწნეხილი ფილების შეკეთება); 2014 წლის ვალდებულება (ადგილობრივი ბიუჯეტი) გზის საფარის კაპიტალური შეკეთება – 615,8 ათასი ლარი (მათ შორის: 146,0 ათასი ლარი – №387 ხელშეკრულებით; 469,8 ათასი ლარი – №384 ხელშეკრულებით); 2013 წლის ვალდებულება 04.04.2013 წლის №311 განკარგულებით გზის საფარის კაპიტალური შეკეთება – 650,9 ათასი ლარი (მათ შორის: 211,4 ათასი ლარი – №293 ხელშეკრულებით; 389,2 ათასი ლარი – №386 ხელშეკრულებით; 50,3 ათასი ლარი – №387 ხელშეკრულებით); 2014 წლის ვალდებულება 13.01.2014 წლის №34 განკარგულებით გზის საფარის კაპიტალური შეკეთება – 1131,8 ათასი ლარი (მათ შორის: 258,4 ათასი ლარი – №154 ხელშეკრულებით; 167,3 ათასი ლარი – №118 ხელშეკრულებით; 261,2 ათასი ლარი – №240 ხელშეკრულებით; 444,9 ათასი ლარი – №384 ხელშეკრულებით); 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულება გზის საფარის კაპიტალური შეკეთება – 11743,8 ათასი ლარი (მათ შორის: ქალაქ ქუთაისში, გელათის ქუჩის გზის ა/ბეტონის მოწყობის სამუშაოები, ტროტუარებითა და საყრდენი კედლებით – 2 955,9 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, სოლომონ მეორეს ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 877,7 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „საფიჩხიის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 3 ქუჩის (ერევნის ქუჩა შესახვევებით, დავით ბადრიძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა) ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 749,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „საფიჩხიის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 4 ქუჩის (სოლომონ მეორეს ქუჩის მე–4 შესახვევი, დ.თავდადებულის ქუჩა, წმინდა სამების ქუჩის მე–2 შესახვევი, ე.ახვლედიანის ქუჩა) ბეტონის საფარის მოწყობა – 661,6 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ძელქვიანის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 5 ქუჩის (ნაფეტვარიძის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩის მე–4 შესახვევი, ვ.ანჯაფარიძის ქუჩა, დავითაშვილის ქუჩის მე–2 შესახვევი, ქუთათელის ქუჩა) ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვრასადენთან ერთად – 604,5 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ძელქვიანის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 2 ქუჩის (ო.ფხაკაძის ქუჩა, დ.ნამგალაძის ქუჩა) ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 231,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ვაკისუბნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 2 ქუჩის (ზაქარიაძის ქუჩა, ზაქარიაძის ქუჩის მე–2 შესახვევი) ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 320,7 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „კახიანოურის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 3 ქუჩის (ნეკრასოვის ქუჩის დასაწყისი, ევდოშვილის ქუჩიდან საფიჩხიის სასაფლაომდე მისასვლელი, დეპოს ქუჩის N2, N4, N6, N8, N10 სახლებთან) ბეტონის საფარის მოწყობა ღვრასადენთან ერთად – 243,3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „კახიანოურის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წერეთლის ქუჩის მე–10 ჩიხის ა/ბეტონით მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 52,7 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „გამარჯვების“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 4 ქუჩის (ზ.გამსახურდიას გამზირის პირველი შესახვევისა და მელიქიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთი, დემირელის სახელობის სკოლასთან მისასვლელი გზა, ზესტაფონის ქუჩა და ზესტაფონის ქუჩის პირველი შესახვევი, ჯავახიშვილის ქუჩის მე–2 შესახვევი) ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 338,6 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 2 ქუჩის (ალ.ყაზბეგის ქუჩა, დავითი და კონსტანტინეს ქუჩა ჯაჭვის ხიდიდან „ვისოლის“ ბენზოგასამართ სადგურამდე) გრანიტის ფილების მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 854,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 8 ქუჩის (ბარნოვის ქუჩა, პ.ჭაბუკიანის ქუჩა, ისიანის ქუჩა, ი.პეტრიწის ქუჩა №50–დან №98–მდე, ბაგრატის ტაძრის ჭიშკრიდან ქეთევან წამებულის ქუჩამდე, პ.ჩანჩიბაძის ქუჩის მე–2 შესახვევი, ძნელაძის ქუჩის მე–2 შესახვევი, თავისუფლების ქუჩის პირველი შესახვევი) ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 1203,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე იოსელიანის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 161,7 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ქალაქ–მუზეუმის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 3 ქუჩის (ნიზამი განჯელიძის ქუჩის პირველი შესახვევი, ციციაშვილის (გაპონოვის) ქუჩის პირველი შესახვევი, კიბულას ქუჩა (შესახვევებით) ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 649,9 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ავტოქარხნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 4 ქუჩის (ლეო ქიაჩელის ქუჩა, კოლხეთის ქუჩა, ა.ბელინსკის ქუჩის მე–8 შესახვევი, მუსხელიშვილის ქუჩის მე–2 შესახვევი) გზის ბეტონის საფარის მოწყობა – 1266,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „სულხან–საბას“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე გუგუნავას ქუჩის №14ა–ს მიმდებარედ, გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 182,3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „სულხან–საბას“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 2 ქუჩის (სულხან–საბას გამზირის შიდა კვარტალური გზა საპატრულო პოლიციის სააგენტოდან, სულხან–საბას გამზირის შიდა კვარტალური გზა სპორტულ ლიცეუმამდე მისასვლელი) ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის დეკორატიული ფილებით საფარის მოწყობა – 390,7 ათასი ლარი; 2014 წლის ვალდებულება (ადგილობრივი ბიუჯეტი) ხიდების აღდგენა რეკონსტრუქცია – 124,5 ათასი ლარი; ტროტუარებისა და ბორდიურების კაპიტალური შეკეთება – 20,0 ათასი ლარი; |
გ)
საგზაო ნიშნების დამონტაჟების, მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოებისა და ფირნიშების დამზადება–გაკვრის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 02)
გ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. გ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 500,0 ათასი ლარი. გ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების დონეს ქალაქის მასშტაბით. განხორციელდება ქუჩების სახელწოდებებისა და ნუმერაციების აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი. გ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება და მონიშვნითი სამუშაოები – 75,0 ათასი ლარი; ქუჩების სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი ძველი აბრების შეცვლა ახლით – 25,0 ათასი ლარი; 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულება მოძრაობის რეგულირების კუნძულების მოწყობა – 400,0 ათასი ლარი. |
დ)
ქალაქის ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03)
დ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. დ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 600.0 ათასი ლარი. დ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კეთილმოწყობილ ეზოებსა და ცენტრალურ გზებს შორის დარჩენილი მოუწესრიგებელი გზის მონაკვეთები აფერხებს, როგორც მოქალაქეთა, ასევე საპატრულო, სასწრაფო დახმარების, სახანძრო და ა.შ. ავტომანქანების სწრაფ და თავისუფალ გადაადგილებას. პროგრამის განხორციელება დაეხმარება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაში. დ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 600,0 ათასი ლარი – ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. |
ე)
კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
ე.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ე.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 12211,5 ათასი ლარი. ე.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარეგანათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის ექსპლუატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და პროფილაქტიკურ – სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. მაწანწალა ცხოველებისა და ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დასაცავად განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ე.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები; განათებული ქალაქი; მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები. ე.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საცხოვრებელი კორპუსებისა და მათი ეზოების მდგომარეობა; ქუჩების განათების პროცენტული მაჩვენებელი; ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხო გადაადგილება დღე–ღამის ნებისმიერ დროს; საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ქალაქი; ქალაქის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის მაჩვენებელი. |
ვ)
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
ვ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ვ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 480,5 ათასი ლარი. ვ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ქალაქის სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის 92 ქუჩის დაგვა–დასუფთავება, საერთო ფართით 2986,0 ათასი კვ.მ. ნარჩენების გატანა–გაუვნებელყოფა, მორწყვა–ჩარეცხვის სამუშაოების ორგანიზება ქალაქის 557,2 ათასი კვ.მ. ფართობზე; ქალაქში მოხეტიალე ცხოველებისაგან სხვადასხვა ვირუსული დაავადებისა და ცოფის გავრცელების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების გატარება, რისთვისაც, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან, მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების (წვრილფეხა /ძაღლი, კატა/ ან/და მსხვილფეხა პირუტყვი) იზოლაცია და მათი სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მოვლა–პატრონობა (კვება, ცხოველებისათვის კვალიფიციური ვეტერინარის მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, თანამედროვე სტანდარტებით სადგომის მოწყობა); ქუჩებსა და მაგისტრალებზე განთავსებული ნაგვის მოძრავი კონტეინერების დერატიზაცია–დეზინფექცია, დროებითი გამოუყენებელი შენობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დერატიზაცია–დეზინფექცია, ქალაქში გამავალი არხების, დიდი და მცირე მდინარეების სანაპიროების დერატიზაცია–დეზინფექცია. მოსახლეობის უსაფრთოების უზრუნველსაყოფად, ქვეწარმავლების დასაფრთხობად, აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ქალაქში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშოების ჩასატარებლად, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და სამუშაოების წარმოება. ვ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის დაგვა–დასუფთავება, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა–ჩარეცხვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ნარჩენების გაუვნებელყოფა – 242,3 ათასი ლარი; 2014 წლის ვალდებულება: ქალაქის დაგვა–დასუფთავება, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა–ჩარეცხვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ნარჩენების გაუვნებელყოფა – 47,2 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების (წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი, კატა) იზოლაცია და პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა – 150.0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში პროფილაქტიკურ–სადეზინფექციო ღონისძიებების განხორციელება – 35,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება – 6,0 ათასი ლარი. |
ზ)
საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა–რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02)
ზ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ზ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1009,7 ათასი ლარი. ზ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გაიწმინდება ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შეკეთდება ნიაღვარმიმღები ჭები, რეაბილიტირებული იქნება ნიაღვარმიმღები ობიექტები და ექსპლუატაცია გაეწევა არსებულ ნიაღვარსადენ ობიექტებს. ზ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ბუნებრივი სასულეების (13 ობიექტი) ექსპლუატაცია – 35,3 ათასი ლარი; ღვარსადენის ქსელის მოწყობის კაპიტალური სამუშაოები – 200,0 ათასი ლარი; საკანალიზაციო სისტემების კაპიტალური სამუშაოები – 200,0 ათასი ლარი; 2014 წლის ვალდებულება (ადგილობრივი ბიუჯეტი) ღვარსადენის კაპიტალური შეკეთება – 78,5 ათასი ლარი (მათ შორის: 36,7 ათასი ლარი – №396 ხელშეკრულებით; 20,8 ათასი ლარი – №432 ხელშეკრულებით; 21,0 ათასი ლარი – №458 ხელშეკრულებით); 2014 წლის ვალდებულება 20.03.2014 წლის №470 განკარგულება (ცვლილება 13.01.2014 წლის №34 განკარგულებაში) ხარებავას დასახლების ღვარსადენის მოწყობა – 155,8 ლარი; 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულება ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია – 340,1 ათასი ლარი. |
თ)
პროგრამა „კორპუსი“ (პროგრამული კოდი 03 02 03)
თ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური თ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3120,2 ათასი ლარი. თ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ქონების მოვლა–პატრონობაში ხელშეწყობა და განვითარება, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. თ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 300,0 ათასი ლარის გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალა მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და ფურცლოვანი თუნუქის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის თანადაფინანსების არსებული წესის შესაბამისად (მათ შორის 2,0 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოსადგენი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიო), 55,6 ათასი ლარი – საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა (მათ შორის 5,6 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან), 895.7 ათასი ლარი (მათ შორის 95.7 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან, საიდანაც 2,6 ათასი ლარი – 2014 წელს აღებული ვალდებულების ასანაზღაურებლად) – საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი, სადარბაზოს შესასვლელი რკინა–ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, 250,0 ათასი ლარი – პარაპეტების და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია (მათ შორის 50,0 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან), 100,0 ათასი ლარი – ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის (მათ შორის 40,0 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან), 66,7 ათასი ლარი – ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის (მათ შორის: 26,7 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან), 1226,9 ათასი ლარი (მათ შორის: 115.7 ათასი ლარი – 2014 წელს აღებული ვალდებულების ასანაზღაურებლად, აქედან, 106.6 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან, ხოლო 9,1 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ 2014 წელს შემოტანილი თანხებიდან, 1000,0 ათასი ლარი გამოიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N39 განკარგულებით, ხოლო, 111,2 ათასი ლარი შეადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილ თანხას), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისათვის, მრავალსართულიანი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია – 222,3 ათასი ლარი (მათ შორის: 200,0 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N39 განკარგულებით გამოყოფილი, ხოლო 22,3 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან), 3,0 ათასი ლარი – აუცილებლობის შემთხვევაში, თანადაფინანსების წესის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან გამოუყენებელი გადასახური მასალის ამოღებისა და დასაწყობებისათვის. |
ი)
გარეგანათების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის რეაბილიტაცია – ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
ი.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ი.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3500,0 ათასი ლარი. ი.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: დღე–ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარეგანათების არსებული ქსელის, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების ექსპლუატაცია, მოეწყობა ახალი სანათი წერტილები, შუქნიშნები. ი.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 1505,5 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება გარეგანათების ქსელის ექსპლუატაცია (კერძოდ, ექსპლუატაცია გაეწევა 13635 სანათ წერტილს ქალაქის 789 ობიექტზე: ქუჩებზე, ჩიხებში, შესახვევებში, სახლებთან მისასვლელ გზებზე, აგრეთვე, შუქნიშნებისა და დამონტაჟებული ვიდეოკონტროლის აპარატების მოვლა–პატრონობას); 1544,5 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება ელექტროენერგიის ღირებულების ხარჯები; 450,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება კაპიტალური სამუშაოები, მოეწყობა ახალი სანათი წერტილები, შუქნიშნები და ვიდეოკონტროლის აპარატები. |
კ)
პროგრამა „ღატაკი ოჯახის“ სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვა (პროგრამული კოდი 03 02 05)
კ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური კ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 300,0 ათასი ლარი. კ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია „ღატაკი ოჯახის“ სტატუსის მქონე ოჯახებისათვის (რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 57000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების გადახურვა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ „ღატაკი ოჯახის“ სტატუსი, უკიდურესად გაუსაძლისი საცხოვრებელი მდგომარეობის გამო. პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფს მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას. კ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 300.0 ათასი ლარი – „ღატაკი ოჯახის“ სტატუსის მქონე ოჯახებისათვის (რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 57000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების გადახურვა. |
ლ)
ააიპ „სპეციალური სერვისები“ (პროგრამული კოდი 03 02 06)
ლ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ააიპ ,,სპეციალური სერვისები" ლ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3801,1 ათასი ლარი ლ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ქალაქის სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის 98 ქუჩის, ასევე საჯარო და კერძო სკოლებთან საბავშვო ბაღებთან მისასვლელი გზების დაგვა–დასუფთავება, საერთო ფართით 2367,4 ათასი კვ.მ. ნარჩენების გატანა–გაუვნებელყოფა, მორწყვა–ჩარეცხვის სამუშაოს ორგანიზება ქალაქის 557,2 ათასი კვ.მ. ფართობზე, ქალაქის სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გაიწმინდება ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის შენობისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა. ლ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის დაგვა–დასუფთავება, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა–ჩარეცხვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ნარჩენების გაუვნებელყოფა – 2957,7 ათასი ლარი. გალვანიზებული ლითონის ფურცლისაგან დამზადებული მოძრავი ნაგვის კონტეინერის შეძენა – 82,0 ათასი ლარი. ღვარსადენის ქსელის (120 ობიექტი) ექსპლუატაციის ხარჯები – 311,4 ათასი ლარი. სტაციონალური კონტეინერის შეძენა 50.0 ათასი ლარი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შენობის დაგვა–დასუფთავებაზე 50,0 ათასი ლარი და ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რემონტი 250,0 ათასი ლარი. |
მ)
ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
მ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური. მ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 3516,1 ათასი ლარი. მ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა–შენახვა და ექსპლუატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. მ.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობისათვის სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნა. მ.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული ობიექტები; ქალაქის გაუმჯობესებული იერსახე; მოსახლეობის კმაყოფილების დონე. |
ნ)
შადრევნების ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01)
ნ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ნ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 359,0 ათასი ლარი. ნ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული შადრევნების ექსპლუატაცია. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ქალაქის იერსახის გაუმჯობესება და მოსახლეობისათვის დასვენებაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა. შადრევნების გამართული მუშაობისათვის საჭიროა მოწესრიგებულ იქნეს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების საკითხი. ნ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 122.4 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება შადრევნების მოვლა–პატრონობა და ექსპლუატაცია (ცენტრალურ ბაღში მდებარე 2 შადრევანი, ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი, ნინოშვილის ბაღში მდებარე შადრევანი, პარლამენტის შენობასთან მდებარე წყალსაცავი, ხარაზოვის ბაღში მდებარე შადრევანი, I სკოლასთან მდებარე შადრევანი, ყოფილ პროკურატურასთან მდებარე შადრევანი, კიკვიძის სკვერში მდებარე შადრევანი, ნიკოლაძის სკვერში მდებარე შადრევანი, ყოფილი თევზის მაღაზიასთან მდებარე შადრევანი და სასმელი ნიჟარები); 2014 წლის ვალდებულება შადრევნების მოვლა–პატრონობა და ექსპლუატაცია – 1,6 ათასი ლარი; 150,0 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება ელექტროენერგიის ღირებულების ხარჯები; 85,0 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება მოხმარებული წყლის ღირებულების ხარჯები. |
ო)
ქალაქის გამწვანების, მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 02)
ო.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ო.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1031,0 ათასი ლარი. ო.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯოებესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობა, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე–მცენარეების შეწამვლა, გასხვლა. სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა. ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული მწვანე საფარის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება, ასევე მაღალი ტანის ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა. ო.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობის ხარჯები, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენის ხარჯები – 349,8 ათასი ლარი; 2014 წლის ვალდებულება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობის ხარჯები, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენის ხარჯები – 2,8 ათასი ლარი; ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა – 90,0 ათასი ლარი; ხე–მცენარეების განაშენიანება – 57,4 ათასი ლარი; სკვერების მოწყობის კაპიტალური სამუშაოები – 500,0 ათასი ლარი; 2014 წლის ვალდებულება სკვერების მოწყობის კაპიტალური სამუშაოები – 31,0 ათასი ლარი. |
პ)
საახალწლოდ ქალაქის გაფორმების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04)
პ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური პ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 166,3 ათასი ლარი. პ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო, სადღესასწაულო განწყობილების შექმნის მიზნით განხორციელდება საახალწლოდ ქალაქის გარე იერსახის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ, ქალაქის ცენტრალური ქუჩების, ბაღებისა და სკვერების მორთვა სხვადასხვა მანათობლებითა და ციმციმებით. პ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი, შენახვა–დასაწყობება, განახლება და მონტაჟის ხარჯები – 150,0 ათასი ლარი; 2014 წლის ვალდებულება საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი – 16,3 ათასი ლარი; |
ჟ)
ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 05)
ჟ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ჟ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 200,0 ათასი ლარი. ჟ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლების აღდგენა პირვანდელი სახით, იგივე ზომებში, თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებით. ჟ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქუჩების დამცავი კედლების შეკეთებისა და კაპიტალური მშენებლობის სამუშაოების ჩატარების ხარჯები – 200,0 ათასი ლარი. |
რ)
ქალაქის გენერალური გეგმის შედგენა(პროგრამული კოდი 03 03 06)
რ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური რ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100.0 ათასი ლარი. რ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში იგეგმება ქალაქის გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. ქალაქ ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გენერალური გეგმის შედგენა. ქალაქის სტრატეგიული განვითარების პროგრამა იქნება ვრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს და იქნება განმსაზღვრელი იმ პირობების, რომლებიც უზრუნველყოფს ქალაქის განვითარებას. რ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისათვის სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა – 100,0 ათასი ლარი. |
ს)
ქალაქ ქუთაისში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 07)
ს.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ს.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100,0 ათასი ლარი. ს.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქ ქუთაისში, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პირველი ეტაპი. ძალზედ მნიშვნელოვანია ქალაქში არსებობდეს ძირითადი ტურისტული მარშრუტების, ქალაქის ღირშესანიშნაობების აღმნიშვნელი ფირნიშები, აგრეთვე მოწესრიგდეს ქალაქის საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტები. |
ტ)
უნებართვო ავტოფარეხებისა და უსახური შენობა–ნაგებობების დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 03 09)
ტ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ტ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 15,0 ათასი ლარი. ტ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება უკანონო და უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი, რის შედეგადაც უკანონო შეზღუდვებისაგან გამოთავისუფლდება საზოგადოებრივი სარგებლობების სივრცეები, შენარჩუნდება და მოწესრიგდება ქალაქის იერსახე. ტ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო და უსახური შენობა–ნაგებობების დემონტაჟი – 15,0 ათასი ლარი. |
უ)
გაუთვალისწინებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 10)
უ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური უ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50,0 ათასი ლარი. უ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებას ქალაქის მასშტაბით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზიანებული ხიდების, საცხოვრებელი სახლების ავარიულად დანგრევით, მაღალი ტანის ხეების წაქცევით გამოწვეული დაზიანებების, სანაპირო საყრდენი და ქუჩისპირას სტიქიურად გადმონგრეული საყრდენი კედლების, წყალსადენის, გაზისა და კანალიზაციის ქსელების ოპერატიულად აღდგენას და სხვა. უ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯები – 50,0 ათასი ლარი. |
ფ)
მუნიციპალიტეტის ქონების რეგისტრაციის, დაცვისა და ბალანსზე აყვანის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 12)
ფ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ფ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 116,5 ათასი ლარი ფ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებისა და წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა დაცვის განხორციელება; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა–ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას. ფ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა – 20,0 ათასი ლარი; უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია – 46.5 ათასი ლარი; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საექსპერტო მომსახურების ჩატარება და საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობის ქირის განსაზღვრა – 50,0 ათასი ლარი. |
ქ)
ქალაქ ქუთაისში მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პანდუსების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 13)
ქ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ქ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 1028,3 ათასი ლარი. ქ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ობიექტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის პანდუსების მოწყობა. ქ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 2014 წლის ვალდებულება შენობებისა და ფასადების რეაბილიტაცია – 83,7 ათასი ლარი; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულება მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია – 816,2 ათასი ლარი; 2014 წლის ვალდებულება ქალაქში პანდუსების მოწყობა – 28,4 ათასი ლარი; 100,0 ათასი ლარი – პანდუსების მოწყობა. |
ღ)
ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 14)
ღ.ა.ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ღ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 300.0 ათასი ლარი. ღ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული (მათ შორის სახელმწიფო საკუთრებიდან დამატებითი ქონების სახით გადმოცემული) გამოუყენებელი შენობების, რეკონსტრუქციის გზით საბინაო ფონდის (სოციალური საცხოვრისი) შექმნა, უსახლკარო ან/და მძიმე საბინაო პრობლემების მქონე ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ღ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 300.0 ათასი ლარი – ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი შენობების რეაბილიტაციისათვის. |
ყ)
ქალაქის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროგრამის და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების, ასევე ეკონომიკური ურთიერთობებისათვის საჭირო ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 15)
ყ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური. ყ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50,0 ათასი ლარი. ყ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგია იქნება დოკუმენტი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. დამუშავდება ქალაქში საკვანძო დარგების გამოვლენის პროცედურები (მაგ. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მსხვილი ინოვაციური პროექტების დაგეგმვა, განათლებისა და სხვა სფეროების პროგრესული განვითარების სტრატეგიები და ა.შ.). ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მისაღებია ძალიან ბევრი თემატიკის სტრატეგიული დოკუმენტები, მაგალითისათვის როგორიცაა ქალაქის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების გეგმის (sustainable energy action plan) ფარგლებში სხვადასხვა პროექტებისათვის საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა. ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ყ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
შ)
ქალაქ ქუთაისში ტურიზმის განვითარების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04)
შ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური შ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 50,0 ათასი ლარი. შ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისათვის ქუთაისის ტურისტული გზამკვლევისა და ბროშურის მომზადება; საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა–ბაზრობებში მონაწილეობის მიღება: თელ–ავივი, პოზნანი, ხარკოვი, კიევი, თბილისი, ბათუმი, ბერლინი, ლონდონი, სტამბული, ტოკიო, რიგა, ალმაატა, თბილისი, ბათუმი. ტურიზმის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის შექმნა, სახელფასო განაკვეთითა და წლიური კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფა; პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის სამივლინებო ხარჯების გამოყოფა, ქუთაისის ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ბაზარზე სპეციალური მასობრივი ტურისტული ფესტივალებისა და კონკურსების ჩატარება. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ეგიდით ქალაქში მობილური საინფორმაციო ჯგუფების შექმნა, ტურისტული კადრების მომზადებისა და გადამზადების სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. შ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
შ.ე. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ტურიზმის 2015 წლის განვითარების პროგრამის ძირითადი ამოცანაა ქუთაისისათვის საერთაშორისო ტურისტული ბაზრის მოპოვების ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გატანა და პრომოუშენი, ქუთაისში ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, მომსახურების ფორმების დახვეწა და განვითარება, ტურისტული კადრების მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა. შ.ვ. შეფასების ინდიკატორი: ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადების რიცხვი; ტურისტული პოტენციალით დაინტერესების ზრდის მაჩვენებელი; ტურისტულ ბაზარზე ქალაქის ცნობადობის დონის მაჩვენებელი. |
ჩ)
საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05)
ჩ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური ჩ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 240,0 ათასი ლარი. ჩ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა–დაპროექტება, პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების ხარისხიანი და განსაზღვრულ დროში წარმოდგენა. შესაბამისი სამსახურიდან საპროექტო დავალებებისა და საპროექტო სიმძლავრეების მიწოდების უზრუნველყოფა; საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. ჩ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის – 180,0 ათასი ლარი (მათ შორის: შენობები, ქუჩები, გარეგანათება, ბაღები, სკვერები, შადრევნები, ფასადები, სახურავები და გარე კეთილმოწყობის სხვადასხვა); 2014 წლის ვალდებულება საპროექტო სამუშაოები წარმოება – 35,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის 25,0 ათასი ლარი. ჩ.ე. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: კარგი სატენდერო პირობები; შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტები. ჩ.ვ. შეფასების ინდიკატორი: ექსპერტთა შეფასება. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად ქალაქის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა; |
ა)
სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
ა.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანება. ა.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 8200,0 ათასი ლარი ა.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისის საბავშვო ბაგა–ბაღების (ფილიალები) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა. ფილიალების მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა; ფილიალებში რაციონალური და ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა (სამჯერადი კვებით); სავალდებულო მედიკამენტებითა და პირველადი დახმარების საშუალებებით, აგრეთვე სხვა აუცილებელი საგნებით უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში ფილიალებში განხორციელდება კაპიტალური სამუშაოები. |
ბ)
განათლების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 02)
ბ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური. ბ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 140,0 ათასი ლარი. ბ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა გულისხმობს ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლებას. ბ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
გ)
ქალაქ ქუთაისში ახალი ბაგა–ბაღების კაპიტალური მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 03)
გ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. გ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1164,7 ათასი ლარი. გ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის სკოლამდელი ბავშვების ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე განათლების დონის ბაზის შექმნა გ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში ორი ახალი ბაგა–ბაღის კაპიტალური მშენებლობა – 1164,7 ათასი ლარი. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) ქალაქის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
ა.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 6244,5 ათასი ლარი. ა.ბ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.გ. მოსალოდნელი შედეგი: სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი; ქალაქის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელების უკვდავყოფა; ცნობილი ქუთაისელი სპორტსმენებისა და მწვრთნელების პატივგება; ქალაქში სპორტის განვითარება. ა.დ. შეფასების ინდიკატორები: სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობა; სპორტულ ჯგუფებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა; ქალაქის სპორტული მიღწევების მაჩვენებელი; სპორტსმენებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის დონე. |
ბ)
სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 01)
ბ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 507,0 ათასი ლარი ბ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქში სპორტის განვითარება და სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარება უზრუნველყოფს პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენას, ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდას სპორტში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელების უკვდავყოფას. ბ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
გ)
ააიპ ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02)
გ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3546,9 ათასი ლარი. გ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისის სასპორტო სკოლების /ფილიალები/ საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება; სპორტის სახეობებში ქალაქის ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატებისა და სელექციების მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდისათვის რეზერვის მომზადება. |
დ)
შპს საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ (პროგრამული კოდი 05 01 03)
დ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 500,0 ათასი ლარი. დ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქუთაისის საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი–2010–ის“ ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მიზანია ქართული კალათბურთის პოპულარიზაცია; კალათბურთის პროფესიული გუნდის განვითარება, კლუბისათვის საჭირო და პერსპექტიული სპორტსმენების მოზიდვა, სავარჯიშო და სატურნირო ინვეტარის შეძენა; საკალათბურთო შეხვედრებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება. |
ე)
ააიპ ,,ყინულის მოედანი“ (პროგრამული კოდი 05 01 04)
ე.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 380,0 ათასი ლარი ე.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ ,,ყინულის მოედნის“ ექსპლუატაციისათვის ყველა საჭირო ხარჯი. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისში ბავშვთა და მოზარდთა ჩართვა ყინულზე ფიგურულ სრიალში და სპორტის ამ სახეობის განვითარება, სპორტულ–გამაჯანსაღებელი პროცესების ორგანიზება; ამ სახეობის პოპულარიზაცია და კვალიფიციური სწავლების უზრუნველყოფა; ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად სხვადასხვა კატეგორიის შეჯიბრებების ჩატარება. |
ვ)
ააიპ სპორტის სასახლე (პროგრამული კოდი 05 01 07)
ვ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 200,0 ათასი ლარი ვ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „სპორტის სასახლის“ ადმინისტრაციული ხარჯები. |
ზ)
ააიპ ,,ქუთაისის ტაეკვონდოს სპორტული კლუბი" (პროგრამული კოდი 05 01 08)
ზ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30,0 ათასი ლარი ზ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, კოორდინაცია და კლუბის საქმიანობის ხელშეწყობა. ქალაქის ნაკრები გუნდის კანდიდატებისა და სელექციების მეშვეობით, შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მომზადება. წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება, სახელფასო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯების, უნიფორმის შეძენისა და სპორტულ ღონისძიებებში (2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაში მსოფლიოსა და საერთაშორისო ჩემპიონატებში) მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. |
თ)
მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 09)
თ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური თ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 200,0 ათასი ლარი. თ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის იერსახის გაუმჯობესება და მოსახლეობისათვის დასვენებაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა. რეაბილიტირებული იქნება არსებული სპორტული მოედნები და მოეწყობა ახალი. თ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაციის სამუშაოები – 200,0 ათასი ლარი. |
ი)
სპორტული ტრენაჟორების მოწყობა (პროგრამული კოდი 05 01 10)
ი.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ი.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50,0 ათასი ლარი. ი.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მოქალაქეებისათვის, მათ შორის შშმ პირებისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე სპორტულ–გამაჯანსაღებელი ადგილების მოწყობა. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსახლეობის წახალისება სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის მიზნით. ი.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: სპორტული ტრენაჟორების მოწყობისათვის 50,0 ათასი ლარი. |
კ)
შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (პროგრამული კოდი 05 01 11)
კ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 830,6 ათასი ლარი. კ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მიზანია ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია; ფეხბურთის პროფესიული გუნდის განვითარება, გუნდისათვის საჭირო და პერსპექტიული სპორტსმენების მოზიდვა, სავარჯიშო და სატურნირო ინვეტარის შეძენა; საფეხბურთო შეხვედრებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება. კ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის N26 განკარგულებით, შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 830,6 ათასი ლარი. |
ლ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
ლ.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 7805,4 ათასი ლარი. ლ.ბ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ლ.გ. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის, ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. ლ.დ. შეფასების ინდიკატორები: მუსიკალური ფესტივალების, სპექტაკლებისა და გამოფენების რაოდენობის ზრდა; საზოგადოების ინტერესის, ღონისძიებებზე დამსწრეთა, მათ შორის ტურისტების დასწრების მაჩვენებლები; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ექსპერტთა დასკვნები და შეფასებები. |
მ)
კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 01)
მ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 991,2 ათასი ლარი. მ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები უზრუნველყოფს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას. კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზებას. მ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ნ)
ააიპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 02 02)
ნ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2611,0 ათასი ლარი. ნ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: აღნიშნული ააიპ–ის მიზანია ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ხარჯის დაფინანსება; მოზარდების აღზრდა ქართული და მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებზე; სამუზეუმო საქმიანობის მართვა და სამუზეუმო ექსპონატების დაცვის უზრუნველყოფა. |
ო)
ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03)
ო.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 660,0 ათასი ლარი ო.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯი. აგრეთვე მოხდება მკითხველთათვის საბიბლიოთეკო დოკუმენტებისა და სამეცნიერო, საინფორმაციო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (ბეჭდური, ხელნაწერი, ელექტრონული და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); სამეცნიერო რესურსების მიღება, შეგროვება, დაცვა, დამუშავება, პოპულარიზაცია და გამოცემა. |
პ)
სსიპ „ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი“ (პროგრამული კოდი 05 02 04)
პ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 83,0 ათასი ლარი პ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მხოლოდ მუზეუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხარჯების დაფარვა. |
ჟ)
ქალაქ ქუთაისში სკულპტურული ქანდაკებების დადგმისა და დემონტაჟის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 05)
ჟ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ჟ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 103,3 ათასი ლარი ჟ.გ.ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქის ისტორიულ–კულტურული მხარის უკეთ წარმოჩენა. ჟ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 2014 წლის ვალდებულება, გამოჩენილი პიროვნებების მემორიალური დაფების მოწყობა – 3,3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში ქანდაკებების დადგმა–დემონტაჟის სამუშაოები – 100,0 ათასი ლარი. |
რ)
ააიპ ,,ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (პროგრამული კოდი 05 02 08)
რ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 710,0 ათასი ლარი რ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ემსახურება განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ცალკეული შემსრულებლისათვის ხელშეწყობასა და ჯგუფების შექმნას ხალხური შემოქმედების, ფოლკლორულ–ეთნოგრაფიულ კოლექტივებსა და წრეებში. ხალხური შემოქმედების, ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნით დაკავებული ადამიანების პოპულარიზაციას. |
ს)
ააიპ „მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკი“ (პროგრამული კოდი 05 02 09)
ს.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 195,0 ათასი ლარი ს.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს სასკოლო ასაკის მოსწავლეთა თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას, სრულფასოვან დასვენებასა და გაჯანსაღებას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის განსახორციელებელი ღონისძიებების დამკვიდრებას. |
ტ)
ააიპ „ბოტანიკური ბაღი“ (პროგრამული კოდი 05 02 10)
ტ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 315,0 ათასი ლარი. ტ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბოტანიკური ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯი, სამეცნიერო კვლევითი სასწავლო–აღმზრდელობითი და კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესების ორგანიზება. |
უ)
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1000,0 ათასი ლარი
უ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეატრის ადმინისტრაციული და სადადგმო ხარჯების დაფინანსება; ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა; განათებისა და გახმოვანების აპარატურის განახლება. მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა; თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა, მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა; ქართული თეატრალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. |
ფ)
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 12)
ფ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 900,0 ათასი ლარი ფ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეატრის ადმინისტრაციული და სადადგმო ხარჯების დაფინანსება; წლის განმავლობაში ჩატარდება საოპერო გუნდის სოლო კონცერტები, აღდგენილი იქნება საბავშვო სპექტაკლები, რითაც რეგიონის მუსიკალური სკოლებისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება ჩამოუყალიბდეთ მუსიკალური ხელოვნებისადმი სიყვარული. ორგანიზება გაუკეთდება საგასტროლო ტურნეებს ქალაქ თბილისსა და ბათუმში. |
ქ)
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 13)
ქ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 205.0 ათასი ლარი ქ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეატრის ადმინისტრაციული და სადადგმო ხარჯების დაფინანსება; ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა; განათებისა და გახმოვანების აპარატურის განახლება. |
ღ)
ქალაქ ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 15)
ღ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. ღ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 31,9 ათასი ლარი ღ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქში ტურიზმის განვითარებისა და მოსახლეობის დასვენებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. ღ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 31,9 ათასი ლარი. |
ყ)
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)
ყ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 217,6 ათასი ლარი. ყ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების სოციალური დაცვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ყ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
შ)
საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 04)
შ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 110,0 ათასი ლარი. შ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მეტი გამჭირვალობისათვის, საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირების მიზნით დაფინანსდება საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარჯები. შ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ჩ)
ქუთაის გაენათის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 05)
ჩ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 35,0 ათასი ლარი ჩ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრების, კერძოდ, ბაგრატის საკათედრო ტაძრის გარე განათების ფინანსური მხარდაჭერა. |
5.
სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01)
ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური, ააიპ „ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“. ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 820.0 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. ა.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების ხელმისაწვდომობა; სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. ა.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობა; საშიში ინფექციური დაავადებით ავადობის მაჩვენებლის შემცირება; მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; პროგრამებით დაფინანსებულ მოქალაქეთა გამოკითხვით მიღებული მაჩვენებელი. |
ბ)
ააიპ „ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01)
ბ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 150,0 ათასი ლარი. ბ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. ბ.გ. განსახორციელებელი ღონისძიებები: საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექციისა და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო–აღმზრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადობრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის, პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, ქალაქის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ–ფაქტორების იდენტიფიცირება. |
გ)
მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 02)
გ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. გ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 250,0 ათასი ლარი. გ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ინკურაბელური, ქრონიკული, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის წელიწადში ორჯერ და მისი საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. სხვა შემთხვევაში დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ და დახმარების მოცულობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. ლიმიტსზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიურად განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების უზრუნველყოფა მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით. დახმარების მიღება მოხდება ერთჯერადი მომართვის საფუძველზე ყოველთვიურად, რომლის მოცულობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. გ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, დახმარების მიზანშეწონილობისა და მოცულობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდება, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. გ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
დ)
სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03)
დ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. დ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 380,0 ათასი ლარი. დ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე შემდგომი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ყრუ–მუნჯებისათვის სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება ერთჯერადად. აქედან: გადაუდებელი ქირურგიული სტომატოლოგიური მომსახურება ანაზღაურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით: პირადობის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100, რენტგენოგრამები მკურნალობამდე და ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების საკითხი გადაწყდება პაციენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ: პირადობის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100, რენტგენოგრამა მკურნალობის ჩატარებამდე. დაფინანსების შემთხვევაში მომსახურების გამწევი დაწესებულება წარმოადგენს გაწეული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას და ჩატარებული მკურნალობის ამსახველ რენტგენოგრამას. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თანაგადახდის პრინციპით, მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით. დახმარების საკითხი განიხილება და გადაწყდება დაავადების, მკურნალობის მეთოდის, ღირებულების, პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ლიმიტს ზევით დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიური წესით განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. სამსახურს უფლება აქვს დახმარების მთხოვნელს მიუთითოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მისი მკურნალობა ნაკლებღირებული და/ან უფრო ხარისხიანი იქნება. დ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილების გაცემა, სამედიცინო მომსახურების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. დ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ე)
ქალაქ ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04)
ე.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური ე.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 20.0 ათასი ლარი. ე.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ზოგადსაგამანათლებლო დაწესებულებებში, სასკოლო პედიატრიის ხელისშეწყობისა და განვითარების მხარდასაჭერად, პირველი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა, მათში ყველაზე გავრცელებული დაავადებების – თიაქარის, სქოლიოზის, კრიპტორხიზმისა და რეფრაქციასთან დაკავშირებული პრობლემის დროულად გამოსავლენად, ამ პათოლოგიების მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (38 საჯარო და 8 კერძო სკოლა) პირველი და მეოთხე კლასის (4627) მოსწავლე და მეხუთე და მეექვსე კლასის (4216) მოსწავლე, შესაბამისად, პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებს აწარმოებს ქირურგი და ორთოპედ–ტრავმატოლოგი, ხოლო მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებს – ექიმი–ოფთალმოლოგი. ე.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ბენეფიციართა ზუსტი ბაზის (ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, თითოეულ დაწესებულებაში პირველი, მე–4, მე–5 და მე–6 კლასების მოსწავლეთა რაოდენობის, მათი დემოგრაფიული მონაცემების) მომზადება; ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილე სუბიექტების – ქუთაისში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების განსაზღვრა და სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე; პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების კალენდარული დაგეგმვა; პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების განხორციელება და მასზე ზედამხედველობა; გამოკვლევების შედეგების ანალიზი და სამომავლო ღონისძიებათა დაგეგმვა. ე.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ვ)
ქუთაისში მცხოვრებ ეპილეფსიით დაავადებულთა მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 01 05)
ვ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ვ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 20.0 ათასი ლარი. ვ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა; ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება: პროექტის ბენეფიციარები გაიყოფიან 2 ასაკობრივ ჯგუფად (0–18 წლამდე და 18 წლის ზემოთ), რომლებიც მიმართავენ ექიმ–ნერვოპათოლოგს, მათი კონსულტაციისა და ეეგ კვლევის საფუძველზე შედგება ფორმა №100 (ამონაწერი ავადმყოფის ისტორიიდან) დიაგნოზისა და დანიშნულების მითითებით. დახმარების მიღება მოხდება ვაუჩერის გამოყენებით, რომლის მოცულობა განისაზღვრება თვიურად 0–18 წლამდე ასაკის პირთათვის 40 ლარის, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის 20 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით, ამასთან, თითოეულ ბენეფიციარზე მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაიცემა სამი თვის ოდენობის ვაუჩერი და შესაბამისად, დახმარების მიღება განხორციელდება 0–18 წლამდე ასაკის პირთათვის 120 ლარის და 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის 60 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით. ლიმიტზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე, გამონაკლის შემთხვევაში. ვ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ადგილობრივი მედიის საშუალებებით სოციალური რეკლამის წარმოება პროექტის მიზნებისა და სარგებლის შესახებ; პროგრამის ბენეფიციარების ცენტრალიზებული რეგისტრის შექმნა სრული მონაცემების ფიქსირებით; მედიკამენტის ვაუჩერის დამზადება, ვაუჩერის გაცემა 3 თვის მედიკამენტების რაოდენობის გათვლით; სააფთიაქო დაწესებულებების შერჩევა; მედიკამენტების გაცემა, გაწეული მომსახურების ანაზღაურება. ვ.ე. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ზ)
სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02)
ზ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ზ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 2571,0 ათასი ლარი. ზ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ზ.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება; გაჭირვებული და პრობლემატური ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; უნარშეზღუდული პირებისათვის საკურორტო–სარეაბილიტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობა; ღვაწლმოსილი და დამსახურებული პირების პატივგება; ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება, საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციისადმი თანადგომა; გარდაცვლილ ლტოლვილთა ოჯახების მორალური და მატერიალური თანადგომა, უპატრონო მიცვალებულთა პატივგება. ზ.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: პროგრამებით დაფინანსებულ მოქალაქეთა გამოკითხვით მიღებული მაჩვენებელი; გაჭირვებულთა კატეგორიის მაჩვენებლის შემცირება; მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; დემოგრაფიული პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მრავალშვილიან დედათა კმაყოფილება. |
თ)
მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01)
თ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. თ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20,0 ათასი ლარი. თ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია თავშესაფრის მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. თ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: კრიზისული სიტუაციების მართვა – 2,0 ათასი ლარი; სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად, ფაქტიური ხარჯის მიხედვით – 18,0 ათასი ლარი. |
ი)
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02)
ი.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ი.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 670,0 ათასი ლარი. ი.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი შვილი, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე თვეში 30 ლარის ოდენობით, მატერიალური დახმარების გაწევა. სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახის ორივე მშობელი რეგისტრირებული (მცხოვრები) იყოს ქალაქ ქუთაისში. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება დაენიშნება განცხადებით მომართვის თვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვს დახმარება შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარებით ვერ ისარგებლებს არასრულწლოვანი ბავშვი, თუ ის იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 6 (ექვსი), 7 (შვიდი) და 8 (რვა) შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ, ერთჯერადად, 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, 9 (ცხრა) და მეტი შვილის შემთხვევაში დახმარება გაეწევათ, ერთჯერადად, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) ოჯახებს, რომელთაც 2015 წელში შეეძინებათ მე–4, მე–5 და შემდეგი შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. მე–4 შვილის შეძენისას მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა 1000 ლარის ოდენობით, მე–5 შვილის შეძენისას 500 ლარის ოდენობით, ყოველი შემდეგი შვილის შეძენისას თანხა გაიზრდება 100 ლარით. სავალდებულოა შვილის შეძენის მომენტისათვის ორივე მშობელი რეგისტრირებული (მცხოვრები) იყოს ქალაქ ქუთაისში. შესაძლებელია 2015 წელს მოქმედი კანონის შესაბამისად, 2014 წლის დეკემბერში შვილის შეძენის შემთხვევების დაკმაყოფილება, თუ მასზე დახმარება არ არის გაცემული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, დახმარება მიეცემა დედას, მამას ან სხვა უფლებამოსილ წარმომადგენელს. დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს: 1. ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა, 2. დედის და მამის პირადობის მოწმობები, 3. ქორწინების მოწმობა (საჭიროებისას), 4. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, 5. სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ი.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა, პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის (ბენეფიციართა) დადგენა, ბენეფიციარებზე მატერიალური დახმარების გაცემა. ი.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
კ)
სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03)
კ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. კ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 70,0 ათასი ლარი. კ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ემსახურება საქართველოს კანონებით: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებას. განიხილება ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანისა და ლტოლვილის დასაფლავების ხარჯების გაწევაში დახმარების საკითხი. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ვეტერანისა და ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმობა; გარდაცვალების ცნობა; დასაფლავების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ცნობა; დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა; საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისათვის სავალდებულოა შესაბამისი მომართვა პოლიციის განყოფილებიდან. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისათვის, რომლის დაკრძალვას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, სავალდებულოა წარმოდგენილი იქნეს: გარდაცვალების მოწმობა; გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; შუამდგომლობა ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. მიტოვებულ, მკვდრადშობილ და გარდაცვლილ ახალშობილთა სარიტუალო მომსახურება, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე. კ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: გარდაცვლილი ვეტერანისა და ლტოლვილის დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 300 ლარის ოდენობით. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება და ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება, რომლის დაკრძალვას ოჯახი, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ: სასახლის (ყუთის) დამზადება, სამარის გაჭრა–ამოვსება, კატაფალკით მომსახურება, საფლავის საიდენტიფიკაციო კოორდინატის დადგენა, საფლავზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება. სამედიცინო დაწესებულებაში მიტოვებულ მკვდრადშობილ და გარდაცვლილ ახალშობილთა სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: სასახლის (ყუთის) დამზადება, საფლავის საიდენტიფიკაციო კოორდინატის დადგენა, საფლავზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება. კ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ლ)
სოციალური ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04)
ლ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ლ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 365.0 ათასი ლარი. ლ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: გარკვეული კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის ტრადიციულ დღესასწაულებთან და ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებების მოწყობა; კურორტული სამკურნალო–სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა. ლ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ტრადიციულ დღესასწაულებთან (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ახალი წელი) დაკავშირებით, ქ.ქუთაისში რეგისტრირებული/მცხოვრები ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, საზაფხულო დასვენება–რეაბილიტაციის მოწყობა კურორტებზე, ღირსშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული, უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის. ლ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
მ)
ქალაქ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06).
მ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 450,0 ათასი ლარი. მ.ბ. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. მ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, ქალაქ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. პროგრამა ითვალისწინებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულების თანადაფინანსებას. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 0–70001–მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დახმარებით მოსარგებლე ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ შემდეგი პრინციპით: ერთწევრიან და ორწევრიან ოჯახებს 48 ლარი, სამ, ოთხ და ხუთწევრიან ოჯახებს – 72 ლარი, ექვს და შვიდწევრიან ოჯახებს – 96 ლარი, რვა და მეტ წევრიან ოჯახებს – 120 ლარი. თანხები გადანაწილდება თვეების მიხედვით პროპორციულად. თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მქონე ბენეფიციარებს. ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიის („ენერგო–პრო ჯორჯიას“) ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 0–70001–მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დახმარებით მოსარგებლე ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულება აუნაზღაურდებათ სულზე 0.50 ლარი. თანხა ანაზღაურდება აბონენტის ნომრის მიხედვით. მ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, დახმარების მიზანშეწონილობისა და დახმარების მოცულობის საკითხის გადაწყვეტა. ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის საფუძველზე. წარმოდგენილი ბენეფიციართა რაოდენობა დაუზუსტებელია და დაზუსტდება პროგრამის მიმდინარეობისას. მ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ნ)
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07)
ნ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ნ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 150.0 ათასი ლარი. ნ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან ან შვილად აყვანილი, მათთვის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა; სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, მიტოვების რისკების პრევენციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად და ასევე, სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა; ჰემოდიალიზზე მყოფი პირებისათვის (პაციენტებისათვის), მუდმივად სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევა, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი: ბავშთა დაწესებულების (ფილიალების) ყოფილი აღსაზრდელები, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან გამოსული პირები, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება; ოჯახები, რომელთა წევრთა შემადგენლობიდან სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულია ან რეინტეგრირებულია ერთი ან მეტი ბავშვი და აქვთ ამ პროგრამაში ჩართვის საჭიროება; ჰემოდიალიზზე მყოფი პირები (პაციენტები), რომელთაც აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება. ნ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ბენეფიციართა განცხადებების განხილვა, დახმარების მიზანშეწონილობისა და დახმარების მოცულობის საკითხის გადაწყვეტა, პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, მატერიალური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის პირველი და მეორე პუნქტის სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება კომპეტენტური ორგანოს /სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს/ მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება პირის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებისა და ვადების შესახებ, დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი წესით შემუშავებული და გაცემული დასკვნა–რეკომენდაცია ქვეპროგრამაში 18 წელს მიღწეული პირის ან ოჯახის ჩართვის საჭიროების შესახებ. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა წრის დახმარება განსაზღვრულია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მიღების უფლება წარმოეშობათ სრულწლოვანების მიღწევის მომდევნო თვიდან მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასასრულამდე. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თითოეულ ბენეფიციარზე ჯამში არაუმეტეს 12 თვისა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მეორე პუნქტში მითითებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ თითოეულ რეინტეგრირებულ ბავშვზე თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარება მიეცემა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და იმავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახს/პირს, რომელსაც 2015 წლამდე მოპოვებული აქვს და არ აქვს შეწყვეტილი რეინტეგრაციის შემწეობის მიღების უფლება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის შესაბამისად და ასევე 2015 წლის განმავლობაში მოიპოვებს ამ უფლებას, მის შეწყვეტამდე. ბენეფიციარებს დახმარების მისაღებად უფლება წარმოეშობა, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. პროგრამაში ჩართული ოჯახები მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილდებიან რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ვადის დასრულებამდე 2015 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება შესაძლებელია, დასკვნა–რეკომენდაციის საფუძველზე გაიცეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, მისი ოჯახში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მესამე პუნქტში მითითებულ ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დახმარება გაეწევათ თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ბენეფიციარის განცხადებით მომართვიდან, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარები რეგისტრირებული (მცხოვრები) უნდა იყვნენ ქალაქ ქუთაისში. ბენეფიციარებმა განცხადებასთან და პირადობის დამადასტურებელ მოწმობის ასლთან ერთად უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტმა ცნობა – სამედიცინო დაწესებულებიდან (ფომა N100). პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ: პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლისა და პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში. ნ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ო)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08)
ო.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ო.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25, 0 ათასი ლარი. ო.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, სახელმწიფო პროგრამით „ბავშვთა ადრეული განვითარების“ და „დღის ცენტრის“ მომსახურებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა დახმარება, მათთვის უმთავრესი საჭიროების მქონე ჰიგიენური საშუალებებით – კერძოდ, ბავშვის ჰიგიენური საფენებითა („პამპერსი“) და სველი სალფეთქებით. ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, თითოეულ ბენაფიციარს აუნაზღაურდება ფიქსირებულად დღეში 2 ჰიგიენური საფენისა (თვეში 60 ცალი, ერთეულის ღირებულება 50 თეთრი) და სველი სალფეთქის (თვეში ერთი შეკვრა, ერთეულის ღირებულება 2 ლარი) ღირებულება. ანაზღაურება მოხდება სამსახურის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, რომელიც ბენეფიციარის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიეცემა ყოველთვიურად. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი საბუთი; ბავშვის დაბადების მოწმობა; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობა აღნიშნული შ.შ.მ. ბენეფიციარის „ბავშვთა ადრეული განვითარების“ და „დღის ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შესახებ; ცნობა მომსახურების მომწოდებლისგან, ბენეფიციარის (შ.შ.მ. პირის) მათი მომსახურების სარგებლობის შესახებ; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ო.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, დახმარების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ო.ე. ქვეპროგრამის ხარჯთააღრიცხვა
|
პ)
უფასო მგზავრობა (პროგრამული კოდი 06 02 09)
პ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. პ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 167.0 ათასი ლარი. პ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქალაქო ტრანსპორტით (ავტობუსით) სარგებლობის უზრუნველყოფა შემდეგი კატეგორიის პირებისათვის: უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარები: II მსოფლიო ომის ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ინვალიდები და მარჩენალდაკარგულები; „წითელი ჯვრის“ კლუბების ხანდაზმული პენსიონერები; „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამით მოსარგებლე დედები; მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; „დღის ცენტრის“ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების მშობლები და კანონიერი წარმომადგენლები, „SOS“ – ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები, სტუდენტური ოჯახები (ცოლი და ქმარი, ორთავე სტუდენტი); სულ: 1150 პირი. ქვეპროგრამით სარგებლობა მოხდება სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 30 თეთრი, ბილეთის გამოყენება შეიძლება სამგზავრო მოწმობასთან ერთად, ქვეპროგრამით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელია დამატებითი კატეგორიის კონტიგენტისა და განსაკუთრებული შემთხვევების მომსახურება სამსახურის გადაწყვეტილებით. ქვეპროგრამაზე მომსახურე გადამზიდავებისათვის თანხის ანაზღაურება მოხდება მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის მიერ წარმოდგენილი გახარჯული ბილეთების რაოდენობის მიხედვით. პ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამით მოსარგებლე პირთა კონტიგენტის (ბენეფიციართა) დადგენა. სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების დამზადება, გაცემა. საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა. პ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ჟ)
ააიპ „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლი“ (პროგრამული კოდი 06 02 10)
ჟ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 590,0 ათასი ლარი. ჟ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს განსაკუთრებით გაჭირვებული, უმწეო პირების კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ჟ.გ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევა, მომსახურების მომწოდებელი სუბიექტის შერჩევა, პროგრამის ბენეფიციარების ყოველდღიურად, ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა, პროგრამის განხორციელების მონიტორინგი, მართვა. |
რ)
ქალაქ ქუთაისში გუმათის ტერიტორიული ერთეულის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბუნებრივი აირის გამრიცხველიანების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11)
რ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20,0 ათასი ლარი. რ.ბ. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. რ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, 2015 წელს ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქალაქ ქუთაისში გუმათის ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული (მცხოვრები), სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, ოჯახებისათვის სს „საქორგგაზის“ მიერ ბუნებრივი აირის გაყვანილობის მონტაჟისა და გამრიცხველიანებისათვის საჭირო თანხების თანადაფინანსება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება, ქალაქ ქუთაისში გუმათის ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული (მცხოვრები) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე 100 ოჯახისათვის სს „საქორგგაზის“ მიერ შესრულებული სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში, მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ქალაქ ქუთაისში, გუმათის ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული (მცხოვრები) ოჯახის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ახლდეს ინდივიდუალური მრიცხველის მქონე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიის მიერ გაცემული აბონენტის ნომერი, ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სს „საქორგგაზის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. თანხა ანაზღაურდება თითოეულ ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბენეფიციარის აბონენტის ნომერზე ჩარიცხვის გზით. რ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, მომსახურების თანადაფინანსებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. რ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ს)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12)
ს.ა. ქვეპროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ს.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 24,0 ათასი ლარი ს.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია 1989 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების უკვდავყოფის მიზნით, მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების საყოფაცხოვრებო–კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია) თანადაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ/მცხოვრებ პირველი რიგის მემკვიდრეს თვეში აუნაზღაურდება კომუნალური გადასახადები 40 ლარის ოდენობით. აქედან, ელექტროენერგიის ღირებულება – 12 ლარის ოდენობით. ბუნებრივი აირის ღირებულება – 20 ლარის ოდენობით. წყლის ღირებულება – 5 ლარის ოდენობით. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – 3 ლარის ოდენობით. სავალდებულოა დახმარების მიმღებმა ოჯახმა წარმოადგინოს განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის პირველი რიგის მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, თითოეული სადისტრიბუციო კომპანიიდან აბონენტის ნომერი და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. თანხა ანაზღაურდება, ბენეფიციარის განცხადებით მომართვის თვიდან და ანგარიშსწორება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ს.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ბენეფიციართა განცხადებების და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, თანხის ანაზღაურება. ს.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
ტ)
„შინ მოვლის“ მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13)
ტ.ა. ქვეპროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ტ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 20,0 ათასი ლარი ტ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ააიპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ქალაქ ქუთაისში ახორციელებს პროექტს „შინ მოვლის სამსახურის განვითარება საქართველოში“, რომლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 126121,59 ლარით. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასს“ შორის 2014 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პროგრამა თანადაფინანსდება 20000 ლარით. მემორანდუმის შესაბამისად, მომსახურებით სარგებლობს ორგანიზაციის მიერ შერჩეული ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ბენეფიციარები, რომლებიც მიჯაჭვული არიან საწოლს ან სახლს და ფიზიკური ან ფსიქიკური პათოლოგიის გამო საჭიროებენ სამედიცინო და ფსიქო–სოციალურ მომსახურებას საცხოვრებელ ადგილზე. ბენეფიციარები, რომლებიც საწოლს მიჯაჭვული პაციენტები არიან, მომსახურებას იღებენ ძირეული მოვლის (ნაწილობრივი/სრული დაბანა, თეთრეულის გამოცვლა, დახმარება კვების დროს და სხვა) და სამედიცინო მანიპულაციების (ჭრილობების დამუშავება, ინექციები და სხვა) თვალსაზრისით. ორგანიზაციის სოციალური მუშაკის მიერ, საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციართა გარკვეულ ჯგუფს დახმარება გაეწევათ: კუთვნილი შეღავათების და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების მიღებაში. დოკუმენტაციის მოგვარება/მოწესრიგებაში. საშუამავლო აქტივობების კუთხით (კომუნალური გადასახადების გადახდა, საყიდლები, თანხლება პოლიკნინიკაში ოჯახის ექიმთან და ა.შ.). პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების გარკვეულ ნაწილს დღეში ერთხელ ბინაზე მიტანით მიეწოდებათ ცხელი საკვები. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტებით, ჰიგიენური მოვლის საშუალებებით და მშრალი საკვებით. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა და მათზე გაწეული მომსახურების ჩამონათვალი ხარჯის მითითებით. ააიპ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასისათვის“ თანხის ანაზღაურება მოხდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით. ტ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა
|
თავი III
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 26.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები