„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016910
04/ნ
28/01/2015
ვებგვერდი, 29/01/2015
040030000.22.022.016910
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №04/ნ

2015 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2014 წლის 16 სექტემბრის N669230 წერილით, მოთხოვნილ ინფორმაციაზე - 2011 წლის 14 ივლისის მდგომარეობით  სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლის სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის N902 ბრძანებაში, რომლითაც ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების ნუსხა ხელახლა ჩამოყალიბდა, ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ნუსხაში (გაურკვეველი მიზეზით) აღარ ფიქსირდება სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლა. ამასთან, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ნუსხაში ხელახლა ფიქსირდება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს N136/ნ ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით:

1. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაიგზავნა 2014 წლის 31 ოქტომბრის N863435 წერილი, რომელზეც წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 05 ნოემბრის N875763 პასუხი და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ.

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიგზავნა 2014 წლის 31 ოქტომბრის N863433 წერილი, რომელზეც წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 20 ნოემბრის N926003 პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებისა და სალიცენზიო დოკუმენტების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  2007 წლის 02 მაისს სსიპ - რუსთავის №28 სკოლაზე გასცა საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის N0721052 სპეციალური ლიცენზია. აღნიშნული იურიდიული პირი რეგისტრირებულია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში 2007 წლის 02 მაისიდან დღემდე. ამასთან, უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არ არის ფიქსირებული სსიპ - რუსთავის N28 სკოლის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში - ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიგზავნა 2014 წლის 31 ოქტომბრის N863431 წერილი, რომელზეც წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 12 ნოემბრის N901755 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია, რომლითაც წარმოდგენილია სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლიდან წარმოდგენილი წერილებისა და ბრძანებების ასლები. 

წარმოდგენილი წერილებითა და თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2009 წლის 23 ოქტომბრიდან 2011 წლის 19 აგვისტომდე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლა არ ფიქსირდებოდა, აღნიშნული სკოლა ფუნქციონირებდა და მასში საგანმანათლებლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა.

ზემოაღნიშნული ფაქტი დასტურდება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 დეკემბრის N996844 სამსახურებრივი ბარათით, რომლითაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2009-2011 წლებში სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლისათვის გადარიცხული ვაუჩერის ოდენობის შესახებ.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ N2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლა დაფუძნებულად ჩაითვალოს 2009 წლის 23 ოქტომბრიდან 2011 წლის 19 აგვისტომდე პერიოდშიც. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე