დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.150.016079 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/01/2015 - 05/04/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულება.
/თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თავი 1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური 1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულებების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების მიზნობრიობის შესწავლას და ანალიზს, სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზსა და შეფასებას, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმებას და შეფასებას სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. თავი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მოხელე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უწესებს ფუნქციებს და მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულის მოხელის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურეობრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომხადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერტეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. თავი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენას და შეფასებას; ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და საანგარიშო წლის დაწყებამდე გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებას; ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგსა დაკონტროლს; ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; თ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებას, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს, შეფასების, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას; ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენას; კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას; ლ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას; მ) სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალების გამგებელთან წარდგენას შემდგომი რეაგირებისათვის; ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. თავი 4. სამსახურის უფლებები სამსახური უფლებამოსილია: ა) გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურეობრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან საკრებულოსთან შეთანხმებით მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; გ) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თავი 5. გარდამავალი დებულება ა) ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები