დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.165.016185 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2014, 010250020.35.165.016167). დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2014, 010260020.35.165.016137). ა. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 141 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 141. გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის; პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების; კონკრეტულ მისამართზე დროის გარკვეულ პერიოდში პირის ან/და პირთა ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობები.“
ბ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 281 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის; პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების; კონკრეტულ მისამართზე დროის გარკვეულ პერიოდში პირის ან/და პირთა ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები