ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016078
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
22/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
190040000.35.150.016078
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2015 - 05/02/2018)

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2015 წლის 22 იანვარი

ს. წეროვანი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26  დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის  შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, თანდართული ფორმით (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი




                                                                                                                                             დანართი №1

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

 

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარით ყოველთვიურად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.

3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიეცემა განსაზღვრული თანხა  საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის წარმოდგენილი ანაგარიშის საფუძველზე.

4. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის ბოლომდე  უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.