ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016152
3
23/01/2015
ვებგვერდი, 28/01/2015
010250000.35.106.016152
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2015 წლის 23 იანვარი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, „პაპანწყვირის“ ტბასთან  მისასვლელ გზაზე (გზის დასაწყისში - თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გადაკვეთასთან და გზის დასასრულში - „პაპანწყვირის“ ტბასთან მისასვლელი გზის გადაკვეთაზე) განთავსდეს 2 ცალი ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.11. „მასის შეზღუდვა“ (მინიშნებით: „8 ტონა“).
მუხლი 2
დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას (გ. ქაჯაია) ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება 30 დღის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა