დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016236 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 დეკემბრის №63 დაგენილებაში (www. matsne.gov.ge 04/12/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016222) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლში რიცხვი ,,1“ ამოღებულ იქნეს; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 თავი ამოღებულ იქნეს; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს 11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,მუხლი 11. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები