ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016054
12
22/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
010250050.35.174.016054
ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2015 წლის 22 იანვარი

ქ. გორი

 

ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N 11 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 2 აგვისტოს №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010250050.35.174.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულება (დანართი №1);“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, კანონქვემდებარე აქტების, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებების შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (შემდგომში –,,სამსახური“) შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

   ა) საბიუჯეტო  დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება;

   ბ) ბიუჯეტის კონტროლის განყოფილება;

   გ) ბუღალტერიის განყოფილება.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებულ  დებულებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის  6 1 მუხლი:

   „მეხლი 61. სამსახურის ბუღალტერიის განყოფილების ფუნქციები.

  1. ბუღალტერიის განყოფილება უზრუნველყოფს:

     ა) მერიის საბუღალტრო აღრიცხვას;

     ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, ფინანსური      ოპერაციების წარმოებას;

     გ) მერიის მიერ აღებული და გაცემული სესხების  მართვას;

     დ) მერიის ბალანსზე აღრიცხული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

     ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე