ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N10 დადგენილებაში -„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“- ცვლილებების შეტანის შესახებ

ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N10 დადგენილებაში -„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“- ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016053
11
22/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
010250050.35.174.016053
ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N10 დადგენილებაში -„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“- ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2015 წლის 22 იანვარი

ქ. გორი

 

ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №10 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 2 აგვისტოს №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/08/2014; 010250050.35.174.016010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული  სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების  საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის  კოორდინაციას, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას,  ადამიანური რესურსების  მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ  უზრუნველყოფას,  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  ურთიერთობის  ორგანიზებას  მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

 ბ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

 გ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-7 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე