„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016406
49
23/01/2015
ვებგვერდი, 26/01/2015
140130000.22.034.016406
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №49

2015 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 40130000.22.034.016257) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.      მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინკასაცია, როგორც წესი, ხორციელდება სპეციალური სიგნალებითა (ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა) და რადიოკავშირით აღჭურვილი, შეჯავშნული, სპეციალური შეფერილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით (შემდგომში - სპეცტრანსპორტი). ინკასაციას უზრუნველყოფს საინკასაციო ჯგუფი (შემდგომში - ეკიპაჟი), რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 ინკასატორისაგან (მძღოლი, გადამტანი და დამზღვევი). გადასაზიდი ფასეულობის მოცულობის (რაოდენობა) და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, ეკიპაჟის წევრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ასეთ შემთხვევებში, ინკასაციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეცტრანსპორტის დაცვა-გაცილების ჯგუფი/ჯგუფები.“.

2.      მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. არა უმეტეს 5 ჩანთით ინკასაციის შესრულებისას ეკიპაჟი უფლებამოსილია,  ინკასაცია განახორციელოს სპეცტრანსპორტის გარეშე, მინიმუმ 3 დამზღვევის მონაწილეობით, სპეციალური სიგნალებითა (ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა) და რადიოკავშირით აღჭურვილი, სპეციალური შეფერილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე