დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016296 |
|
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 02/05/2014, 360160000.22.023.016242) დამტკიცებულ მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
|
1.
ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„41 სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მერქნული რესურსით მოსარგებლე ფიზიკური პირის იდენტიფიცირების განხორციელების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.“.
|
2.
ინსტრუქციის დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციული ანალიზის დეპარტამენტი (ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე ქვედანაყოფი) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები