,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 200160010.35.158.016214
6
27/01/2015
ვებგვერდი, 29/01/2015
200160010.35.158.016214
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2015 წლის 27 იანვარი

ქ.ბოლნისი

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №61 დადგენილებით (www. Matsne.gov.ge 26/12/2014,200160010.35.158.016206) დამტკიცებული ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებში” შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

მუხლი 1
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. გარიგებათა გაფორმების წესი

1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.ოქმის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა (მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი) და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება).

2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.

3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია  მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება ქონების შემძენს გადაეცემა შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.

6. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

7. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.”

მუხლი 2
მე-15 მუხლი მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელება;

ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);

გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს, რომელიც ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას;

ვ) ბიჯის სიდიდეს (ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო)

ზ) საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, (ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო)

თ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;

ი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.” 

მუხლი 3
 მე-16 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდრგი რედაქციით:

,,3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს:

ა) განაცხადს ამ წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

,,4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.”

მუხლი 4
 მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. საჯარო აუქციონის ფორმით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 - მე-7  პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.”

მუხლი 5
22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

,,4. პირდაპირი განკარგვის წესით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი