დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.016408 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მიმართვას/დავალებას თან უნდა დაერთოს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია. 6. სპეციალური საკონკურსო კომისია (მათ შორის, სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო) უფლებამოსილია, ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დანაყოფისაგან მოითხოვოს დამატებითი დასაბუთება, ხოლო განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი განიხილოს სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომაზე. დაინტერესებული დანაყოფის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს სხდომას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური საკონკურსო კომისია.“. 2. 25-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით აქვს გავლილი აღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი. შენიშვნა: 1. ამ პუნქტით დადგენილი პირები გადიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მხოლოდ იმ ეტაპებს, რომელიც არ გაუვლიათ. 2. ამ პუნქტით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ სამინისტროდან მისი დათხოვნის შემდეგ არ არის გასული 6 თვე.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობისა და იმ სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შემდეგ სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ; ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი; გ) პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება და იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, სადაც გამოცხადებულია კონკურსი; დ) სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღების შესახებ – თუ არსებობს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება და იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, სადაც გამოცხადებულია კონკურსი. შენიშვნა: გასაუბრების ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღეში. 5. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას-სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. ამ ვადაში შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობდეს მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების დადებითად გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ. სათანადო რეაგირებისათვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს. შენიშვნა: 21 წლამდე პირის ან წვევამდელის პოლიციაში მიღება ხორციელდება სპეციალური შემოწმების შემდეგ.“. 3. 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს.“. 4. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს და ჩაითვალოს წინა წლის შვებულებად.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები