დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016213 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 31/12/2014წ. 190020020.35.158.016207) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 57000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2014-2015წწ. პეროიდში);“ |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სტუდენტები ოჯახიდან, სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში“. |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100,111, 112,113) სარიტუალო მომსახურება;“ „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300, 311, 312, 313) სარიტუალო მომსახურება;“ |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეკონომიკურ და სხვა გასაჭირში მყოფი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი სამედიცინო დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე“.
მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 57000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2014-2015წწ. პეროიდში) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200(ორასი) ლარისა“. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები