დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018448 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №33
2015 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავების მიზნით, შეიქმნას უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
| ნოდარ ხადური | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; |
|
გიორგი კვირიკაშვილი |
- |
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;
|
| გიორგი გახარია | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
|
| გიორგი ქადაგიძე | - | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; |
| დავით ლეჟავა | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
|
| ოთარ ნადარაია | - | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
|
| ირმა ქავთარაძე
| - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
|
| ლალი ღოღობერიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი. |
2. სამუშაო ჯგუფმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად მოამზადოს:
ა) საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის სამოქმედო გეგმა - არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივნისისა;
ბ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - არა უგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრისა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები