დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018442 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №28
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების პროექტები: N0000000243 და N0000000257.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები