დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018453 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №25
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) მიერ 2014 წლის პირველი დეკემბრიდან 2015 წლის პირველ დეკემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ყოველთვიურად (30 კალენდარულ დღეში) ანაზღაურდეს:
ა) ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში:
ა.ა) 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით;
ა.ბ) 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ-ზე 3.54 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით;
ბ) ინდივიდუალური მრიცხველის არარსებობისას, საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით.
2. ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული ასანაზღაურებელი ოდენობები არაგამჭოლია და ყოველი მომხმარებლის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება მოხდება 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, მისთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, უზრუნველყოს 4 100 000 (ოთხი მილიონ ასი ათასი) ლარის გამოყოფა და ეტაპობრივად სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ დანიშნულებისამებრ გადარიცხვა, მის მიერ წარდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე და ამ მიზნით მასთან სათანადო ხელშეკრულებების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები