დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018450 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №22
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში შპს „სი ბი სისათვის“ (ს/კ 416310049) დამტკიცებული 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებების შესრულების პირობით.
2. სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები