დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018436 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №15
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ოზურგეთის, ზუგდიდის და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შესაბამისად, ზღვისპირა კურორტებსა და მათ მიმდებარე სოფლებში დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ნაგავმზიდი ავტომანქანებისა და ურნების შესასყიდად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 2 438 000 (ორი მილიონ ოთხას ოცდათვრამეტი ათასი) ლარი, კომპანიაზე გადასაცემად, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის სახელმწიფო შესყიდვა, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
3. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
4. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ოზურგეთის, ზუგდიდის და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები