შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“-ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“-ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018437
  • Word
14
15/01/2015
ვებგვერდი, 23/01/2015
000000000.00.003.018437
შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“-ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №14

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“-ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

    „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე:

   1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანოს ცვლილება შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ბორჯომის მინარელური წყალი) მოპოვების №1001549 ლიცენზიაში და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს წელიწადში არა უმეტეს 241 958,5 კუბური მეტრის მოცულობით, ხოლო ნაკიანი წლებისთვის - არა უმეტეს 242 621,4 კუბური მეტრის მოცულობით წელიწადში (C1 კატეგორიის რესურსის მაღალ სამრეწველო კატეგორიაში გადაყვანამდე).

   2. ლიცენზიის მფლობელი მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადაიხდის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაანგარიშებულ თანხას - 8 924 346 (რვა მილიონ ცხრაას ოცდაოთხი ათას სამას ორმოცდაექვსი) ლარს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარულ დღეში.

   3. ლიცენზიის გამცემს დაევალოს, ლიცენზიაზე თანდართული ტოპოგრაფიული რუკა, საჭიროების შემთხვევაში, მოიყვანოს შესაბამისობაში „ბორჯომის საბადოს მინერალური წყლის 1-21 უბნების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის 367 დადგენილებით დამტკიცებულ სანიტარიული დაცვის ზონასთან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი