საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018434
  • Word
10
15/01/2015
ვებგვერდი, 23/01/2015
000000000.00.003.018434
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

   საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, პირდაპირი ანგარიშსწორების გზით, იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, მათ ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს პროკურატურას გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი