დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018427 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №4
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბრის №1774-IIს დადგენილებით), ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის 2011 წელს შედგენილია მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, ჩაქვის გვირაბიდან ჭოროხის ხიდამდე არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც საჭიროებს განახლებას.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი), 2015 წელს, უზრუნველყოს არსებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განახლების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებული, არსებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განახლების ეტაპზე ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა.
4. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 25 02 03) ქვეპროგრამით „ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა (აზიის განვითარების ბანკი)“ (პროგრამული კოდი: 25 02 03 05 01) განსაზღვრული „საბიუჯეტო სახსრების“ ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები