საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე

  • Word
საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018426
  • Word
3
15/01/2015
ვებგვერდი, 23/01/2015
000000000.00.003.018426
საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №3

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე

   1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 29- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2005 წლის 2 დეკემბრის №2687 ცირკულარული წერილის, „IMO-ს წევრი სახელმწიფოს ნებაყოფლობითი აუდიტის ჩარჩოსა და პროცედურების შესახებ“ IMO-ს გენერალური ასამბლეის A.974(24) რეზოლუციის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 ა) მამუკა ახალაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – საბჭოს კოორდინატორი;

 ბ) ქეთევან სალუქვაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;

 გ) დავით ჯავახაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი;

 დ) ზაზა მახარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - საბჭოს წევრი;

 ე) თამარ იოსელიანი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე – საბჭოს წევრი;

 ვ) გოჩა გუჯაბიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის ფოთის განყოფილების უფროსი -– საბჭოს წევრი;

 ზ) ჯუმბერ სარჯველაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის ბათუმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი – საბჭოს წევრი;

 თ) თეა თოდუა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი – საბჭოს წევრი;

 ი) იური პოგორელსკი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – I სამმართველოს უფროსი, ს/პ მეორე რანგის კაპიტანი – საბჭოს წევრი;

 კ) ნინო კვარაცხელია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამართლებრივი და საპროტოკოლო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტი (ბათუმი), ს/პ ლეიტენანტი – საბჭოს წევრი;

 ლ) გიორგი ქართველიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართილის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილების ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერი – საბჭოს წევრი;

 მ) დავითი გიუნაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს უფროსი - საბჭოს წევრი;

 ნ) შოთა კუნჭულია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მთავარი სპეციალისტი – საბჭოს წევრი.

 2. საბჭოს ძირითადი მიზნებია:

 ა) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მუშაობის კოორდინაცია საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით;

 ბ) წინადადებათა შემუშავება და შესაბამისი გაუმჯობესების გეგმის დასახვა აუდიტის წარმატებით გასავლელად;

 გ) შესაბამისი გეგმის ფორმირების მიზნით, წინადადებების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში.

 3. საბჭოს საკოორდინაციო ღონისძიებების საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.

 

პრემიერ - მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი