დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.107.016162 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (საკრებულო/გამგეობა) და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე (საკრებულოს აპარატი/გამგეობის მოსამსახურეები) პრემიების ოდენობის გაცემის წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. |
მუხლი 3.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი |
1. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. პრემიის გაცემა ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა |
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე პრემიის შესახებ.
2. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 3. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 4. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 5. პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. |
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა და საკრებულოს აპარატის უფროსის მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. გადაწყვეტილებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეებზე) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე. 3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების -გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების (სამსახურის უფროსები) მიმართ პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთთეულებში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე) პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. 5. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები