დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1786 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 18/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.140.000.05.001.001.925 |
საქართველოს კანონი
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დგინდება სურსათისა და თამბაქოს წარმოების, მანიპულირებისა და ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესები.“.
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობა ადგენს შეფუთვებზე, ჭურჭელზე, სურსათის გასაყიდად განკუთვნილ სხვა ტარაზე ან თვით სურსათზე აუცილებელი მონაცემების (შიგთავსის, სურსათისა და თამბაქოს მწარმოებლის შესახებ) აღნიშვნათა ჩამონათვალს.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით:
ა) იზღუდება ან იკრძალება გარკვეული მეთოდების გამოყენების დაშვება თამბაქოს ნაწარმის დამზადების ან მანიპულირების დროს;
ბ) განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმზე გამაფრთხილებელი წარწერის დატანის წესი.“.
5. V თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1786–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები