დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/01/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016717 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის: |
ა)
„ა.ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.ზ) სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა;“; |
ბ)
„ა.ა.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა.ა.ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.ზ1) სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;“; |
გ)
„ა.ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.ნ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა;“; |
დ)
„ა.ა.ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა.ა.ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.ო) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;“. |
2.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია) შემოტანისას, ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“. |
3.
23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„მ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია), ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“. |
4.
დანართი №IV-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
„ლეცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ვებგვერდი, 16/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.017227) ამოქმედებამდე გაცემული „სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა“ და „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა“ შესაბამისი ვადის განმავლობაში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და შესაძლებელია მისი წარდგენა საქონლის ზოგადი დეკლარირებისას ან სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
|
დოკუმენტის კომენტარები