დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.175.016056 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა.ბ" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება "ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №23 დადგენილებაში. (ვებ.გვ. matsne.gov.ge. 010260020.35.175.016023. 09/09/2014)
1.1. მე-2 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება“. 1.2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტი: „ა1) შეიმუშაოს წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციასთან, მათ რეორგანიზაციასთან, საშტატო ნუსხასთან, სამუშაოთა აღწერილობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით“. 1.3. მე-3 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები