,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მარტის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016420
5
26/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
010320040.22.038.016420
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მარტის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მარტის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №5

2015 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მარტის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მარტის №28 ბრძანებაში (სსმ, 010320040.22.038.016283, 21/03/2014) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

1. დაწესებულების უფროსის მოადგილის (უსაფრთხოების დაცვის და ლოჯისტიკის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში ხელმძღვანელ მუშაკად მუშაობის გამოცდილებას;

გ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი);

ე) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (EDOC ან EFLOW) პროგრამაში მუშაობის  გამოცდილება (სასურველი).

2. დაწესებულების უფროსის მოადგილის  (უსაფრთხოების დაცვის და ლოჯისტიკის  მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი;

დ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ),,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;

ი) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;

კ) ,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანება;

ლ) ,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანება;

მ) ,,თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანება.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3

1. დაწესებულების უფროსის მოადგილის (სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო და სააღსრულებო საქმიანობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის გამოცდილებას;

გ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი);

ე) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (EDOC ან EFLOW) პროგრამაში მუშაობის  გამოცდილება (სასურველი).

2. დაწესებულების უფროსის მოადგილის (სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო და სააღსრულებო საქმიანობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი;

დ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ),,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;

ი) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;

კ) ,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანება;

ლ) ,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანება;

მ) ,,თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანება.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ა) უმაღლესი განათლება;“.

4. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი