დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "ხურო" -ს განცხადება კრების გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საპროექტო-სამშენებლო კომპანია სს "ხურო" |
| მიღების თარიღი | 16/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
კრების განცხადება
სააქციო საზოგადოება საპროექტო-სამშენებლო კომპანია "ხურო”-ს დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 11 თებერვალს დღის 12 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №92.
სს "ხურო”-ს დირექტორატის მიერ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 12 იანვარი.
დღის წესრიგი:
1. სს ,,ხურო”-ს სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმება.
2. სს "ხურო”-ს წესდების ახალი რედაქციის მიღება და დამტკიცება.
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს "ხურო”-ს დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 12 იანვრის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს "ხურო”-ს რეგისტრატორთან ს.ს. “საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. №11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
გენერალური დირექტორი დ. მელქაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები