დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480420040.10.003.018388 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2014, 480420040.10.003.017817) და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია 1. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). 2. აზიის განვითარების ბანკი (ADB). 3. მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WBG). ა) საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA); ბ) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD); გ) საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC); დ) მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო (MIGA). 4. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). 5. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB). 6. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). 7. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა სკანდინავიის ხუთი ქვეყნის (დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი) მიერ. 8. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB). 9. უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები