დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016092 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის N38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2014; 010250000.35.145.016090) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ დადგენილების მე-5 დანართით დამტკიცებული „საახალწლოდ და აღდგომის დღისთვის დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე განაწილებას.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული N3 და N5 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი N3 და N5 დანართებით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
ყოველ ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 03) |
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური პირობების უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
პროგრამის მოსარგებლეები |
პროგრამის მოსარგებლე არის ახალშობილის მამა, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებისას მამა გარდაცვლილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა. |
მუხლი 3.
დახმარების მოცულობა |
დახმარების მოცულობა ყოველ ახალშობილზე შეადგენს 300 ლარს. |
მუხლი 4.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი |
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) მამის გარდაცვალების მოწმობა; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. |
მუხლი 5.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20.0 ათასი ლარის ოდენობით. |
დანართი N5
|
საახალწლოდ და აღდგომის დღისთვის დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12)
|
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია დევნილი მოსახლეობის სურსათით საახალწლო და აღდგომის დღისთვის დახმარების უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები |
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი დახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საახალწლოდ და აღდგომის დღისთვის ოჯახებისთვის სურსათის მიწოდება. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 65.0 ათასი ლარის ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები