დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.133.016144 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/01/2015 - 31/08/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა და განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა თანახმად N1, N2, N3, N4 დანართებისა. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 07 აგვისტოს N7/1 დადგენილება. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წ ე ს ი |
| მუხლი 1 |
ეს წესი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი”-ს, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებში ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის უფლებამოსილების განხორციელებისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს. |
| მუხლი 3 |
ზღვრული ოდენობის მოცულობიდან ხარჯების ანაზღაურება მოხდეს შემდეგი პირობებით:
ა) საკრებულოს წევრს კომისიის სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, დანართი 2-ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. ბ) დარჩენილი 300 (სამასი) ლარი საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება დანართი 3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ. 2. კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე დასწრებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით. 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს თანახმად, დანართი 4-სა. |
| მუხლი 4 |
განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი 4-ს) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომელიც შემდგომ ახდენს ნუსხის მიხედვით ანაზღაურებას. |
| მუხლი 5 |
ამ წესში ცვლილებები ან დამატებები შესაძლებელია განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. |
დანართი №2
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------------------------------ კომისია წარმოგიდგენთ წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას: (20--- წელის -------------- თვე) |
1.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. |
დანართი №3
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს
------------------------------------------------------------------------------------------------------------ წარმოგიდგენთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას: (20--- წელის -------------- თვე)
|
1.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
--------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. |
დანართი №4
|
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
|
ვამტკიცებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა): -------------------------------------------------------------------------------------------------------------
------ -------------- 20--- წელი
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა |
1.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
-------------------------------------------------------------------------------- |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები