საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 27/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016962
7
14/01/2015
ვებგვერდი, 15/01/2015
040030000.08.002.016962
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №7

2015 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (N1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქართული სპორტის მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულება;
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №851 ბრძანებულება;
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულება;
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 27 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი