დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.030.016124 |
01-5
14/01/2015
ვებგვერდი, 15/01/2015
010320040.22.030.016124
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №79 ბრძანებით (სსმ III, 29.03.2010 წ., №32, მუხ. 481) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროში დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციას, ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვას, სამინისტროს არასაიდუმლო საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროს სისტემის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.“; |
ბ)
დებულების მე–2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
გ)
დებულების მე-4 მუხლის მე–7 პუნქტის ,,ლ“ - ,,ჯ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები