,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016165
2
14/01/2015
ვებგვერდი, 16/01/2015
010250050.35.134.016165
,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2015 წლის 14 იანვარი

დაბა ქედა

 

,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №30 დადგენილებაში (ვებგვერდი, 23/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016149) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დ) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ზედა მახუნცეთი, სოფელი ქვედა მახუნცეთი, სოფელი ზუნდაგა, სოფელი ზედა ბზუბზუ, სოფელი ქვედა ბზუბზუ, სოფელი უჩხითი, სოფელი ნამლისევი, სოფელი ქოსოფელი, სოფელი მილისი, სოფელი დოლოგანი, სოფელი ჭალახმელა, სოფელი ჭინკაძეები.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ი) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი წონიარისი, სოფელი ვარჯანისი, სოფელი ტიბეთა, სოფელი კანტაური, სოფელი აბუქეთა, სოფელი სასადილოყელი, სოფელი საბადური".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე