დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბერის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016127 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №62
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 19/11/2014, 010340000.32.061.016124) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“პუნქტი:
„ბ1. წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგის განყოფილება.“.
3. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:
„21. მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და წარმომადგენლობებში შექმნილი კომისიების საქმიანობის მონიტორინგი;
ბ) წარმომადგენლობების საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები