სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებულ ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებულ ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 23/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016006
6
23/01/2015
ვებგვერდი, 23/01/2015
010240040.45.050.016006
სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებულ ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
 

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №6

2015 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, სსიპ -  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული დმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლში და აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ახორციელებს უშუალოდ სააგენტოს გენერალური დირექტორი.

 2. გენერალური დირექტორი:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის;

დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის თაობაზე;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.”

მუხლი 2
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებში, დაემატოს მე-5 პუნქტი და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ უფროსები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

3. დეპარტამენტში თანამდებობრივად შედის სააგენტოს იურისტი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

4. დეპარტამენტში თანამდებობრივად შედის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი

5. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სააგენტოს იურისტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ანგარიშვალდებულნი არიან  სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე.”

მუხლი 3
 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორიდავით ტყემალაძე