დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ-ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე
2014 წელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით შემოსულია 15 (თხუთმეტი) მოთხოვნა, მათ შორის: 10 (ათი) წერილი - იურიდიული პირებისგან და 5 (ხუთი) განცხადება - ფიზიკური პირებისგან. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 15 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად გაცემულია 14 საჯარო ინფორმაცია: ერთი ინფორმაცია არ გაიცა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, ხოლო ერთი გაიცა ნაწილობრივ (არასრულად) - გაიცა ინფორმაციის ის ნაწილი რომელიც მომზადდა ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის იმ ნაწილის გაცემის მიზნით, რომელიც ექვემდებარებოდა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას, გაგზავნილ იქნა შეტყობინება გასაცემი ინფორმაციისა და გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის შესახებ, თუმცა, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარმოდგენილა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ განხორციელებულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ პირთა მხრიდან არ გასაჩივრებულა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოვალეობის შემსრულებელი ვარაზ გაბედავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები