დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.161.016202 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/01/2015 - 29/01/2015)
|
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეიცვალოს მე-16 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, რომლებიც გაერთიანდეს მუხლის პირველ პუნქტში, „ე“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას, მე-16 მუხლს დაემატოს მეორე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1.საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული შემდეგი ხარჯები: ა) საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) საკრებულოს მუდმივი კომისიისა და ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები; გ) საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები; დ) სამივლინებო ხარჯები. 2. საკრებულოს რეგლამენტის არასაპატიო მიზეზით დარღვევისა და უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საკრებულოს წევრს მიმდინარე თვის ხარჯი არ აუნაზღაურდება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები