„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016907
01/ნ
22/01/2015
ვებგვერდი, 23/01/2015
430010000.22.022.016907
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №01/

2015 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016675) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;“.

2. „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის წარმართვა და მეთოდური უზრუნველყოფა;“.

3. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების  საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენის ეტაპზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/გაცემა;“.

4. „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საჯარო დაწესებულებაში („საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების შესაბამისად)  დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემისას მინისტრის წერილობითი თანხმობის პროექტის მომზადება, აღნიშნული მიზნით, წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება/მიწოდება;“.

5. „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;  ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე.“.

6. „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა;“.

8. „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის გაცემა;“.

9. „ც“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები:

,,ძ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა;

წ) სხვადასხვა ტიპის ბაზების წარმოება (საგრანტო ხელშეკრულებებისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში, ხელშეკრულებების აღრიცხვა - ბაზის განახლება; თანამდებობრივი სარგოების ტაბელის წარმოების უზრუნველყოფა; მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ბაზის წარმოება/შესაბამისი ცვლილებების ასახვა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება/განახლება; საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების აღრიცხვა და შესაბამის ბაზაში ასახვა; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების) მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება; სამინისტროს თანაშრომელთა შვებულება/მივლინების ბაზების წარმოება და სხვა);

ჭ) გათავისუფლებულ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლის წარმოება, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოსამსახურისათვის სპეციალური კითხვარის შევსების უზრუნველყოფა და აღნიშნულის საფუძველზე ანალიზის წარმოება;

ხ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;

ჯ) თანაშრომლებისათვის სამუშაო ადგილის შესახებ ცნობების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე