დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018401 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2399
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებით დამტკიცებულ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს სოლიდარობის ფონდის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:
„131. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. ამ შემთხვევაში საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, საბჭოს წევრთა მიერ გამოგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“;
ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
„121. კომისიის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. ამ შემთხვევაში კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომისიის წევრთა მიერ გამოგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები